Ferrari claims it was in talks with Ayrton Senna
when he died
1 მაისი
ლუკა დი მონტეძემოლო ირწმუნება, რომ მას
მოლაპარაკება ჰქონდა აირტონ სენასთან, რომელსაც „ფერარიში“ გადასვლის სურვილი
გამოუთქვამს. „ფერარის“ პრეზიდენტი ამბობს, რომ ლეგენდარულ ბრაზილიელს იმ
საბედისწერო რბოლამდე ოთხი დღით ადრე, ბოლონიაში, საკუთარ სახლში შეხვდა.
„მას „ფერარიში“ გადმოსვლა სურდა და მეც ვუთხარი, რომ
ჩვენც სიამოვნებით მივიღებდით. იტალიაში ჩამოვიდა სან მარინოს დიდ პრიზზე
საასპარეზოდ და 27 აპრილს ბოლონიაში მესტუმრა სახლში. მან მითხრა, რომ აფასებდა
ჩვენს პოზიციას, რომელიც მართვის დამხმარე ელექტრონული სისტემების ინტენსიურად
გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა. მას არ მოსწონდა, რომ ასეთი სისტემები, მრბოლს
საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. ჩვენ დიდხანს
ვისაუბრეთ და მან მითხრა, რომ სურდა, თავისი ფ1-ის კარიერა „ფერარიში“ დაესრულებინა.
მას ჩვენთან გადმოსვლა რამდენიმე წლით ადრე შეეძლო. შევთანხმდით, რომ კიდევ შევხვდებოდით
და განვიხილავდით მისი არსებული კონტრაქტის დაძლევის გზებს. ორივეს მიგვაჩნდა, რომ
„ფერარი“ მისთვის კარიერის გაგრძელების იდეალური ადგილი იყო“, - ყვება დი
მონტეძემოლო.
„ფერარის“
შეფი ასევე პატივისცემით მოიხსენიებს რბოლებისადმი სენას დამოკიდებულებას: „მე
ყოველთვის ვაფასებდი სენას სარბოლო სტილს. სხვა დიდი ჩემპიონების მსგავსად, მას
გამარჯვებისკენ წარმოუდგენელი ლტოლვა ახასიათებდა. და არასდროს იღლებოდა
სრულყოფილების ძიებაში. იყოს ყოველთვის უკეთ გავლას ცდილობდა. ის ექსტრაორდინარული
იყო კვალიფიკაციაზე და შეუპოვარი მებრძოლი რბოლისას. ის ყოველთვის კბილებით
იბრძოდა“.
No comments:
Post a Comment