დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 30, 2014

ბაქო ფ1-ის ევროპის 2016 წლის დიდ პრიზს უმასპინძლებს

Azerbaijan claims 2016 European Grand Prix Formula 1 deal
30 აპრილი
ბაქოს ქუჩებში შარშან ფ1-ის ვეტერანმა ბოლიდებმა იგრიალეს
აზერბაიჯანი 2016 წელს ფორმულა ერთის ეტაპს - ევროპის დიდ პრიზს უმასპინძლებს. ამ საკითხზე უკვე მიღწეულია შეთანხმება ბერნი ეკლსტოუნთან. უფრო მეტიც, აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რაჰიმოვმა ეკლსტოუნთან უკვე ხელშეკრულების გაფორმებაც კი მოასწრო. შეთანხმების თანახმად, რბოლას ბაქოს ქუჩებში ჩაატარებენ.
რაჰიმოვი ამბობს, რომ ამ ინფორმაციის ოფიციალური დასტური უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება: „ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება ბერნი ეკლსტოუნთან, რასაც ოფიციალურად მალე, ბაქოში დანიშნულ სპეციალურ ღონისძიებაზე გამოვაცხადებთ“.
ბაქომ შარშანწინ პირველად უმასპინძლა სარბოლ ავტომობილებს, რაც კომპანია „რედ ბულის“ დამსახურებაა, რომელმაც ქალაქის ბულვარის გასწვრივ, სარეკლამო-საჩვენებელი გამოსვლა მოაწყო. მასში „რედ ბულის“ ბოლიდით ბრიტანელმა დევიდ კულტჰარდმ იასპარეზა. პარალელურად, მაყურებლებს რბოლების ხილვის საღერღელი ქართველმა მრბოლებმა - გუნდ „მია ფორსის“ დათა ქაჯაიამ და კონსტანტინე კოლიაშვილმა აუალეს. სხვათა შორის, ჩვენი მრბოლები ამ უქმეებზე, ლეჯენდ სუპერკაპის სერიის მეორე ეტაპზე, ესპანეთის ტრეკ ნავარაზე იასპარეზებენ.
შარშან კი იქ FIA-ს GT-ს სერიის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც თავის გუნდთან ერთად, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა, სებასტიან ლოებმა იასპარეზა. უფრო მეტიც, ბაქო ამავე სერიის (მას ამჯერად ბლანკპენის სპრინტ სერია ეწოდება) ბოლო ეტაპს წელსაც უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment