Porsche Cayenne Coupe Reportedly Coming in 2018
16 მაისი
„მერსედესი“ მალე გამოჩნდება ეგრეთ წოდებული უგზოობის
კუპეების სეგმენტში, სადაც კონკურენციას „ბეემვეს“ გაუწევს. და მალე ორივეს კიდევ
ერთი მეტოქე გამოუჩნდებათ „პორშეს“ სახით, რომელსაც მოდელ „კაიენის“ კუპე ვერსიის
გამოშვება აქვს გადაწყვეტილი. ეს ინფორმაცია შტუტგარტელებმა ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარს“
მიაწოდეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი ავტომობილი ბაზარზე
2018 წელს გამოვა. ანუ, მისი პრემიერა, ჩვეულებრივი „კაიენის“ განახლებას
დაემთხვევა. ოთხი წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ გერმანულმა კომპანიამ ამ ორ
ავტომობილის მომზადება მოასწროს. ახალი ავტომობილის შესახებ რაიმე კონკრეტული
ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თუმცა, კუპე „კაიენის“ (ბაზარზე ალბათ
სხვა სახელით გამოვა) დამოუკიდებელმა დიზაინერებმა უკვე მოასწრეს ახალი
ავტომობილის მათეული წარმოსახვა და ამ ყველაფრის კომპიუტერით დამუშავება (აქ
ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარია მოყვანილი).
„ავტოქარის“ ინფორმაციით, მყიდველს კუპე „კაიენის“ იმავე
ვერსიებს შესთავაზებენ, როგორებიც ჩვეულებრივი „კაიენის“ გამაშია. მათ შორის იქნება
GTS ვერსია და ტოპ ვერსია „ტურბო S“. ოღონდ, ჯერჯერობით უცნობია, რა ძრავები შევა
ახალი ავტომობილის და მისი ვერსიების გამაში. დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა,
რომ ძრავების გამაში აუცილებლად შევა უახლესი ჰიბრიდული სისტემა.
შეგახსენებთ,
რომ პეკინის მოტორ შოუზე, „მერსედეს-ბენცმა“ კონცეპტუალური MLC წარადგინა, რომელიც
სამქიმიანების უგზოობის კუპეს წინამორბედია. ამ ავტომობილის დანიშნულება, „ბეემვეს“
X6-თან
კონკურენციაა. ოღონდ, სამქიმიანების სერიული ავტომობილი ბაზარზე მაშინ გამოვა,
როცა ბავარიელები მეორე თაობის X6-ს
გამოუშვებენ. ეს ავტომობილი ალბათ წელსვე გამოვა და ის სრულიად ახალი X5-ზე იქნება
ბაზირებული.
No comments:
Post a Comment