Hyundai chief Chung Mung-koo earned $13 million
last year
2 აპრილი
„ჰიუნდაი მოტორმა“ თავის დირექტორთა საბჭოს
თავმჯდომარეს, 76 წის ჩონგ მონგ-კუს (ფოტოზე) ხელფასის სახით 14 მილიარდი ვონი
(დაახლოებით13.09 მილიონი დოლარი) გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ კორეულმა ავტოგიგანტმა ამ ტიპის ინფორმაცია პირველად
გამოაქვეყნა.
ჩონგმა, ვინც „ჰიუნდაის“ დამაარსებლის შვილია, აღნიშნული ხელფასიდან 5.6 მილიარდი ვონი „ჰიუნდაი მოტორისგან“ მიიღო, 4.2-4.2 მილიარდი კი - ფოლადის მწარმოებელი „ჰიუნდაი სტილისგან“ და მაკომპლექტებლების მწარმოებელი „ჰიუნდა მობისგან“.
შედარებისთვის, „მხოლოდ“ 988 მილიონი იენი
(დაახლოებით 10.1 მილიონი დოლარი) გადაუხადა თავის მთავარ აღმასრულებელ კარლოს
გონს „ნისანმა“, „ტოიოტას“ პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ მხოლოდ 198 მილიონი იენი (1.9
მილიონი დოლარი) გამოიმუშავა.
რაც შეეხება ჩონს, მას შემოსავლის სახით მხოლოდ
ხელფასი არ მიუღია. როიტერსის ინფორმაციით, ის „ჰიუნდაი მოტორის“ აქციების 5.2
პროცენტის მფლობელია და ამ აქციებიდან დივიდენდების სახით, დამატებით 22.2
მილიარდი ვონიც გამოიმუშავა. ამგვარად, ჯამური შემოსავლების სახით, მისი წლიური
შემოსავალი უფრო მეტი გამოდის, ვიდრე „ფორდის“ მთავარი აღმასრულებელ ალან
მიულალისა, რომელმაც ხელფასის, ბონუსების და კომპენსაციების სახით, ჯამში 23.2
მილიონ დოლარი დაიმსახურა.
ჩონგ
„ჰიუნდაის“ სათავეში 2000 წელს ჩაუდგა და მის ხელში, კომპანიამ გაყიდვებთან ერთად,
მოგებაც მნიშვნელოვნად გაზარდა. სწორედ ამ პერიოდში, „ჰიუნდაის“ ჯგუფი, რომელშიც
კიდევ ერთი კორეული კომპანია, „კია მოტორსი“ შედის, მსოფლიოს მეხუთე უდიდესი
ავტომწარმოებელი გახდა. ამასთან, კომპანია საკმაოდ მოგების მაღალ მარჟას
ინარჩუნებს - შარშანდელი შედეგებით, კომპანიის გაყიდვების საშუალო მარჟამ 9.5
პროცენტი შეადგინა.
No comments:
Post a Comment