დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 4, 2014

ფ1-ს ამერიკული გუნდი დაემატება

Ecclestone says Haas set for F1 in 2015
4 აპრილი
ამერიკელი ბიზნესმენი და ნასქარ-ის გუნდის თანამფლობელი ჟენე ჰაასი მზადაა, ფ1-ში თავისი გუნდი გამოიყვანოს. ამის იმედს კი ის გარემოება იძლევა, რომ მის მისაღებად თვით ბერნი ეკლსტოუნია მზად. მართალია, სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანელი უარყოფდა, რომ ჰაასს ფ1-ის მე-12 გუნდის შემოყვანის შანსი აქვს, მაგრამ ახლახანს თავადვე განაცხადა: „ვფიქრობ, ჰაასი ჩვენგან თანხმობას მიიღებს“.
„მათ აქვთ ფული, მაგრამ არ ვიცი, აპირებენ თუ არა ამ ფულის ფ1-ის ბიზნესში დახარჯვას“, - ყვება „ინდეპენდენტის“ ბიზნეს მიმომხილველი კრისტიან სილტი. ფაქტი ისაა, რომ FIA-ს ახალი გუნდის თაობაზე გადაწყვეტილება, ახალი სეზონის დაწყებამდე უნდა მიეღო, მაგრამ ტენდერი გაურკვეველი ვადით გადაიდო. საბოლოო სიტყვა კი ეკლსტოუნს ეთქმის, რომელიც ფ1-ში ამერიკული გუნდის გამოჩენას მხოლოდ მიესალმება. მითუმეტეს, თუ ამ გუნდს ფინანსური უზრუნველყოფა აქვს.
„მილიარდი დოლარით, ახალი გუნდი ფ1-ში ოთხ სეზონს გაატარებს. მე ვესაუბრე ჰაასს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ბოლოს მაინც რას გადაწყვეტენ. ეს ამერიკაა და მე მათი საქმის არაფერი ვიცი“, - ამბობს ბერნი და დასძენს, რომ ფ1-ში შესვლა სხვა გუნდებსაც სურთ.

No comments:

Post a Comment