New Land Rover Discovery XXV on sale this year
6 მარტი
25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ლენდ როვერმა“
მოდელ „დისქავერის“ წარმოება დაიწყო და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ
ავტომობილს ბრიტანული კომპანიის ისტორიაში თავი დაემკვიდრებინა. მალე მას თაობათა
ცვლა უწევს და სანამ ეს მოხდებოდეს, „ლენდ როვერმა“ მისი საიუბილეო ვერსიის
გამოშვება გადაწყვიტა. ასეთი ავტომობილი, სახელად „დისქავერი XXV“ კი ჟენევის
მოტორ შოუზე გაგვაცნო.
საიუბილეო ავტომობილი ბაზირებულია „დისქავერის“ HSE
ლუქს სპეციფიკაციაზე. მისთვის ბრიტანულმა კომპანიამ ოთხი ფერი - „დამბის
ნაცრისფერი“ (ქოსვეი გრეი), „სანტორინის (კუნძულია საბერძნეთში) შავი“ (სანტორინი
ბლექ), „ფუძი თეთრი“ (ფუძი უაით) და „ინდუსური ვერცხლისფერი“ (ინდუს სილვერ) შეარჩია.
ამათგან ბრიტანული კომპანია „სანტორინის შავს“ თავისი ავტომობილების სპეც
ვერსიებზე ხშირად იყენებს.
რადიატორის შავი ფერის ცხაური და ამავე ფერში
შეღებილი გარე სარკეები, ალუმინს 20-დუიმიანი ბორბლები და სახურავის ვერცხლისფერი სამაგრები
(რეილინგები) - საიუბილეო ვერსიის ვიზუალური ამოსაცნობი ნიშნებია. გარდა ამისა,
ავტომობილს წინა კარებზე, უკან და სავარძლების საკისრეების წინა ნაწილს წარწერები „XXV“
ამშვენებს. სალონი მაღალი ხარისხის ტყავითაა (მარკა უინძორი) გაწყობილი. ამავე
ტყავითაა გამოკრული საჭის რგოლიც.
„ლენდ როვერმა“ მოდელ „დისქავერის“ წარმოება 1989
წელს დაიწყო. მარკეტოლოგთა ჩანაფიქრით, ამ ავტომობილს კომპანიის ორად ორ მოდელს - „დიფენდერსა“
და „რეინჯ როვერს“ შორის არსებული ნიშა უნდა შეევსო. მას შემდეგ, სოლიჰალის ქარხანამ
1 088 000 ცალი „დისქავერი“ გამოუშვა. აქედან პირველი თაობის მოდელი ცხრა
წელიწადში 392 000 ცალი გაიყიდა.
„დსქავერის“
საიუბილეო ვერსია შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და მისი ფასი 63 000 გირვანქა
სტერლინგი იქნება.
No comments:
Post a Comment