Motor racing-Pole-to-flag Hamilton wins in
Malaysia
30 მარტი
ლუის ჰამილტონმა თავის კარიერაში პირველად მოიგო
მალაიზიის დიდი პრიზი, „მერსედეს-ბენცმა“ კი 1955 წლის შემდეგ, პირველი დუბლი
შეასრულა. რაც მთავარია, სამქიმიანებმა სეზონის მეორე რბოლაც მოიგეს და
დამაჯერებლად ლიდერობენ ჩემპიონატს ორივე - პილოტების და გუნდურ ჩათვლაში. ისევე
როგორც კვალიფიკაციაზე, რბოლაშიც ჰამილტონი შეუდარებელი იყო და ერთი თავით აჯობა
ყველა მეტოქეს, მათ შორის მესამეზე გასულ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან
ფეტელსაც.
ჰამილტონმა სტარტზევე იოლად შეინარჩუნა ლიდერის
პოზიცია, რომელიც ერთადერთხელ და ისიც მცირე ხნით დათმო, როცა პირველი პიტ სტოპი
შეასრულა და წინ ნიკო ჰულკენბერგი „გაუშვა“. კვალიფიკაციისგან განსხვავებით, რბოლა
მშრალ ამინდში ჩატარდა, თუმცა მის მიწურულს ისე მოიღრუბლა, გუნდბმა ყოველი
შემთხვევისთვის საწვიმარი მზაობა გამოაცხადეს. მაგრამ მხოლოდ ერთი-ორ მოსახვევში
წამოწინწკლა და სიტუაცია აღარც გართულებულა.„ძალიან ბედნიერი ვარ. მერვე წელია, აქ (სეპანგზე) გამოვდივარ და ბოლოს და ბოლოს, გამარჯვებაც მოვიპოვე. განსაკუთრებით მიხარია, რომ პირველი ორი ადგილი ჩვენია. ასეთი გამარჯვება ბევრი არ მქონია, ამიტომ ეს ორმაგად სასიხარულოა. შესანიშნავი დღე გვქონდა“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ამ სეზონში პირველი ქულები დააგროვა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მრბოლთა კლასიფიკაციაში მეორე საფეხურამდე დაწინაურებულიყო.
კარგად იასპარეზა როსბერგმა, ვინც სტარტი მესამე პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველივე მოსახვევში შეასწრო ფეტელს და ფინიშის ხაზიც მეორემ გადაკვეთა. მელბურნში მოპოვებული გამარჯვების წყალობით კი კლასიფიკაციაში მოწინავე პოზიცია შეინარჩუნა. ის გამარჯვებულს 17 წამით ჩამორჩა და თავის მხრივ, ფინიშთან 7 წამით მიასწრო ფეტელს.
აღსანიშნავია, რომ როსბერგმა სტარტზე ფეტელის ჩამოტოვება ძალიან სახიფათო მანევრით მოახერხა - ფეტელმა თავიდან ჰამილტონის გასწრება სცადა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაშინვე როსბერგი „მოძებნა“ და მარჯვნივ მიმართა მანქანა, რათა მეტოქისთვის დერეფანი ჩაეკეტა, მაგრამ ნიკომ მოახერხა კედელსა და „რედ ბულს“ შორის ცხვირის „შეყოფა“ და ჩემპიონის მანევრიც ამით აღკვეთა. უფრო მეტიც, ბრძოლაში ფეტელი არახელსაყრელ ტრაექტორიაზე გადავიდა, რითაც მაშინვე ისარგებლა მისმა ახალმა თანაგუნდელმა დანიელ რიკარდომ და უკან ჩამოიტოვა. თუმცა მეოთხე წრეზე ფეტელმა დაკარგული პოზიცია დაიბრუნა.
რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე როსბერგმა განაცხადა,
რომ ფეტელს ცოტა დააკლდა, ის კედელზე მიენარცხებინა. მაგრამ: „ის გაჩერდა, სანამ
ეს მოხდებოდა. მადლობა ამისათვის. კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ ყველაფერი
კარგად დამთავრდა. მერე ლუისის გამოდევნება ვცადე, მაგრამ დღეს ის მეტისმეტად
სწრაფი იყო“, - განაცხადა როსბერგმა.
ჰამილტონის მსგავსად, პირველი ქულები მოაგროვა ფეტელმაც, ვინც ამითაც კმაყოფილი დარჩა, რადგან სეზონის დაწყებამდე, ტესტებზე ისე ჩანდა, რომ ესეც სანატრელი ექნებოდა. მაგრამ „რედ ბულმა“ სასწაული შეძლო და პირველი ორი რბოლის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ისაა „მერსედესის“ მთავარი კონკურენტი.
ჰამილტონის მსგავსად, პირველი ქულები მოაგროვა ფეტელმაც, ვინც ამითაც კმაყოფილი დარჩა, რადგან სეზონის დაწყებამდე, ტესტებზე ისე ჩანდა, რომ ესეც სანატრელი ექნებოდა. მაგრამ „რედ ბულმა“ სასწაული შეძლო და პირველი ორი რბოლის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ისაა „მერსედესის“ მთავარი კონკურენტი.
„ვულოცავ მათ (მერსედესს), ისინი ძალიან სწრაფები
იყვნენ. მათ ხელთ ძალიან, ძალიან ძლიერი პაკეტია. რაც შეგვეხება ჩვენ, ძირითადად
პოზიტივები გვაქვს. გაცილებით უკეთ ვართ, ვიდრე ტესტებზე ჩანდა“, - განაცხადა
ფეტელმა, ვისაც 11 წამით ჩამორჩა მეოთხეზე გასული ალონსო.
ესპანელს ბოლო წრეებზე ძნელი ბრძოლა გადახდა ჰულკენბერგთან, ვინც ერთ მომენტში მისი გასწრებაც კი მოახერხა, მაგრამ სანამ ამას გააცნობიერებდა, ალონსომ მანამ დაიბრუნა პოზიცია და ფინიშთანაც მეოთხე მივიდა. რბოლის მიწურულს ბრძოლა იყო მოსალოდნელი ჯენსონ ბატონსა და ფელიპე მასას შორის, მაგრამ ბრაზილიელმა გასწრება ვერ შეძლო. ამიტომ გუნდმა რადიოთი სთხოვა, წინ თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი გაეშვა, რომელსაც შედარებით ახალი რეზინი ჰქონდა და შესაძლოა, ეს ბატონის ჩამოტოვებაში დახმარებოდა, მაგრამ მასამ მითითება არ შეასრულა.
ესპანელს ბოლო წრეებზე ძნელი ბრძოლა გადახდა ჰულკენბერგთან, ვინც ერთ მომენტში მისი გასწრებაც კი მოახერხა, მაგრამ სანამ ამას გააცნობიერებდა, ალონსომ მანამ დაიბრუნა პოზიცია და ფინიშთანაც მეოთხე მივიდა. რბოლის მიწურულს ბრძოლა იყო მოსალოდნელი ჯენსონ ბატონსა და ფელიპე მასას შორის, მაგრამ ბრაზილიელმა გასწრება ვერ შეძლო. ამიტომ გუნდმა რადიოთი სთხოვა, წინ თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი გაეშვა, რომელსაც შედარებით ახალი რეზინი ჰქონდა და შესაძლოა, ეს ბატონის ჩამოტოვებაში დახმარებოდა, მაგრამ მასამ მითითება არ შეასრულა.
რიკარდოს კვლავ არ გაუმართლა. კარგა ხანს მეოთხე ადგილზე იყო და თითქოს, პირველი ქულების დაგროვებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა, მაგრამ მესამე პიტ სტოპზე წინა მარცხენ ბორბალი დროულად ვერ დაუმაგრეს. ავსტრალიელმა, ისე რომ შესაბამისი ნიშანი არ მიუღია, მანქანა დაძრა, მაგრამ პიტლეინზე გაჩერდა და მისი მექანიკოსები იძულებულნი გახდნენ, მიწოლით, უკუსვლით მიეგორებინათ ბოქსებამდე. მოკლედ, რიკიარდომ ბევრი დრო დაკარგა. მაგრამ ამით მისი პრობლემები არ დასრულებულა - ტრასაზე დაბრუნებულს, წინ ფრთა დაუზიანდა და ისევ ბოქსში შესვლამ მოუწია. ფინიშამდე 7 წრით ადრე კი სულაც გაჩერდა. ნარბოლევს სტიუარდებმა მისი ინციდენტი განიხილეს და პიტლეინზე ხიფათის შექმნის გამო, მომავალი რბოლის სტარტზე 10 ადგილით დააჯარიმეს.
მალაიზიის დიდი პრიზი
სეპანგი, დისტანცია 310.408 კმ (56 წრე, 5.543 კმ)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40:25.974
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:17.313
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:24.534
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 00:35.992
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 00:47.199
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:23.691
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:25.076
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:25.537
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1 წრე
10. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1 წრე
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1 წრე
13. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 1 წრე
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 2 წრე
15. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 2 წრე
გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 7 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 21 წრე
გ. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 24 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 38 წრე
გ. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 48 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 49 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 56 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:43.066, 53-ე
წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 43 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 25;
3. ფერნანდო ალონსო - 24; 4. ჯენსონ ბატონი - 23; 5. კევინ მაგნუსენი - 20; 6. ნიკო
ჰულკენბერგი - 18; 7. სებასტიან ფეტელი - 15; 8. ვალტერი ბოტასი - 14; 9. კიმი
რაიკონენი - 6; 10. ფელიპე მასა - 6; 11. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 12. დანილ კვიატი - 3;
13. სერხიო პერესი - 1
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 68 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი -
43; 3. ფერარი - 30; 4. უილიამს-მერსედესი - 20; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 19; 6.
რედ ბულ-რენო - 15; 7. ტორო როსო-რენო - 7
No comments:
Post a Comment