Motor racing-McLaren aim to catch Mercedes by
Barcelona
20 მარტი
„მაკლარენს“ თავისი ბოლიდის დახვეწის აგრესიული
გეგმა აქვს შემუშავებული, რამაც გუნდის შეფ ერიკ ბუიეს თქმით, ბარსელონას
ეტაპისთვის, ლიდერ „მერსედესის“ დაწევის საშუალება უნდა მისცეს. ბარსელნას
მონტმელო ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს მაისის დასაწყისში
უმასპინძლებს.
„მაკლარენის“ დანიელმა ახალბედა კევინ მაგნუსენმა
სეზონის პირველი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, მისი ბრიტანელი თანაგუნდელი ჯენსონ
ბატონი კი მესამეზე გავიდა. მართალია, მელბურნის რბოლა „მერსედესის“ ნიკო
როსბერგმა მოიგო, მაგრამ პირველი ეტაპის შემდეგ, კონსტრუქტორთა თასზე „მაკლარენი“
დაწინაურდა. სხვათა შორის, 2012 წლის შემდეგ, უოკინგელებმა პირველად შეძლეს
კვარცხლბეკზე ასვლა.
სეზონის დაწყებამდე ბატონმა განაცხადა, რომ „მერსედესი“
დანარჩენებზე დაახლოებით წამით სწრაფია, მაგრამ მელბურნში ეს არ დადასტურდა. თუმცა,
სამქიმიანები იქ მაინც გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ.
„რეალურად, „მერსედესი“ და „უილიამსი“ უფრო სწრაფები
არიან. შესაძლოა, ნახევარი, ან სამი მეოთხედი წამით გვჯობნიან დანარჩენებს. სეზონისთვის
მზადების პროცესში, ჩვენ აქცენტი გამძლე მანქანის მომზადებაზე გავაკეთეთ, რადგან
გვჯერა და ეს ავსტრალიის რბოლამაც დაგვანახა, რომ გამძლეობა მთავარი ფაქტორია,
რამაც სეზონის დასაწყისშივე ბევრი ქულა მოგვაპოვებინა. ახლა კი ჩვენი მიზანი,
კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ჩვენ ამისათვის განვითარების აგრესიული გეგმა
გვაქვს შემუშავებული, რაც „მერსედესის“ და სხვების დაწევის საშუალებას მოგვცემს.
ჩვენი მიზანია, რომ მათ ბარსელონაში დავეწიოთ“, - ამბობს ბუიე.
ამასთან, ის დასძენს, რომ ავსტრალიაში რამდენიმე
გუნდმა სრულად ვერ გამოავლინა თავისი პოტენციალი და ისინიც აუცილებლად მოუმატებენ.
მართალია, „რედ ბულმა“ ბევრისთვის მოულოდნელად, მელბურნში კარგად იასპარეზა,
მაგრამ რბოლის შემდგო, რეგლამენტის დარღვევის გამო, მისი დანიელ რიკარდო დისკვალიფიკაციით
დაისაჯა. მთავარია, ხარებმა დაგვანახეს, რომ ლიდერებამდე ბევრი არ უკლიათ და მალე
აუცილებლად ისევ მოწინავეთა შორის იქნებიან. ოღონდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც „რენოსთან“
ერთად, უფრო გამძლე მანქანას გააკეთებენ. საინტერესოა, რომ სეზონისთვის მზადების
პროცესში, „რედ ბულს“ ტესტებზე სრული სარბოლო სიმულაცია არ ჩაუტარებია და
მელბურნში რბოლა ამ გუნდსთვის ტესტების ერთგვარი გაგრძელებაც იყო.
მხოლოდ
მეოთხე და მეშვიდე ადგილებს დასჯერდნენ „ფერარის“ ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი.
იტალიური გუნდი მანქანის გამძლეობით კმაყოფილია, მაგრამ მისი კონკურენტუნარიანობა კრიტიკას
ვერ უძლებს. ამას აღიარებს გუნდის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი. ის აკონკრეტებს,
რომ დამუხრუჭებისას მანქანას სტაბილურობა, სწორზე კი სისწრაფე აკლია.
No comments:
Post a Comment