Local Motors to Create First 3D-Printed Electric
Vehicle Live at Chicago's IMTS
20 მარტი
ამერიკულ კომპანია „ლოუქალ მოტორსს“ მსგავსი საჯარო
ექსპერიმენტი ერთხელ უკვე ჩატარებული აქვს. ეს ორი წლის წინ, ჩიკაგოს საწარმოო
ტექნოლოგიების საერთაშორისო შოუზე, უგზოობის ორადგილიანი სპორტული ავტომობილი, „რალი
ფაიტერი“ ააწყვეს, რასაც ზუსტად ხუთი დღე დასჭირდა. ამგვარად, კომპანიამ საზოგადოებას
თავისი „რალის მებრძოლიც“ უჩვენა და საკუთარი შესაძლებლობებიც.
და თურმე, ეს ყველაფერი არ ყოფილა. „ლოუქალ მოტორსს“
უფრო საოცარი სანახაობა აქვს ჩაფიქრებული. იმავე ჩიკაგოს გამოფენაზე, რომელიც სექტემბერში
გაიმართება, კომპანია „სუფთა ფურცლიდან“ ავტომობილს სამგანზომილებიანი პრინტერის
დახმარებით შექმნის! ამ შემთხვევაში ფრაზა სუფთა ფურცლიდან არცთუ ისე ზუსტია -
შოუს დროს, კომპანიის ინჟინრები წინასწარ მომზადებულ პროექტს (პროგრამირებულს)
გამოიყენებენ. პრინტერის გამოყენებით კი თითქმის ყველაფერს ადგილზე დაამზადებენ.
ყოველ შემთხვევაში ირწმუნებიან, რომ ასე იქნება.
„ლოუქალ მოტორსი“ შოუს დროს თავისი პარტნიორის, ოკ
რიჯის ეროვნული ლაბორატორიის მიერ შექმნილ სამგანზომილებიან პრინტერს გამოიყენებს.
რაც შეეხება ავტომობილს, ეს იქნება ელექტრომობილი, რომელიც კომპანიის განცხადებით,
ჩიკაგოს საქალაქო ტრანსპორტის საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
ოკ რიჯელთა მიერ შექმნილი პრინტერის თავისებურება ისაა,
რომ ყოველი დეტალის ამობეჭდვის შემდეგ, ის ავტომატურად გაათავისუფლებს სამუშაო
არეს მზა დეტალისგან და მას ახალი სამუშაოსთვის მოამზადებს. ეს ყველაფერი
ადამიანის ჩარევის გარეშე მოხდბა. პრინტერს კომპიუტერი უხელძღვანელებს, ადამიანები
კი მზა დტალების ავტომობილის ასაწყობად გამოიყენებენ.
ამჟამად 3D პრინტერები ჯერაც არ დამკვიდრებულა
წარმოებაში და ისინი შემდგომ დახვეწას საჭიროებენ. ასეთ დანადგარებს არამხოლოდ
ავტო, არამედ ნებისმიერი ტიპის ინდუსტრიაში უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია. მათი
მეშვეობით შესაძლებელი იქნება სრულიად ახალი ავტომობილის წარმოებისთვის მომზადების
დროის მკვეთრად შემცირება, რაც წარმოებას ძლიერ გააიაფებს. „ლოუქალ მოტორსის“
მთავარი აღმასრულებელი ჯეი როჯერსი ამბობს, რომ 3D პრინტერებს ინდუსტრიაში
რევოლუციის (მესამე) მოხდენა შეუძლია.
„ლოუქალ
მოტორსს“ ჯერჯერობით ჩიკაგოში დასამზადებელი ავტომობილის არც ფოტოები და არც
ესკიზები გამოუქვეყნებია.
No comments:
Post a Comment