Ferrari Wants to Become the Disney World of Cars,
Announces New Theme Park in Spain
13 მარტი
აბუ დაბის შემდეგ, „ფერარი“ თავის თემატურ პარკს ევროპაშიც
ააშენებს. სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანიამ, რომელსაც
ფორმულა ერთში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჰყავს, პარკის ასაშენებლად, ადგილი ბარსელონას
გარეუბანში მდებარე პორტ ავენტურას მახლობლად შეარჩია. პარკის სახელი იქნბა „ფერარი
ლენდ“ და ის 2016 წელს ამოქმედდება.
ახალი პარკი დაახლოებით 75 000 კვადრატული მეტრის
ფართობს დაიკავებს და მაინც, აბუ დაბის პარკზე თითქმის სამჯერ პატარა იქნება. ავტომწარმოებელი
გვპირდება, რომ „ფერარი პარკი“ გაჯერებული იქნება ატრაქციონებით, რომელთა შორისაც
იქნება „ვერტიკალური ამაჩქარებელი“ - ევროპაში ყველაზე მაღალი მსგავსი ტიპის
ატრაქციონი. პარკი ყველა ასაკის ენთუზიასტებს მიიზიდავს.
პარკის შიგნით აშენდება ლუქსის კლასის
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 250 ნომრით, რესტორნებით, ბარებით, სხვადასხვა ტიპის გასართობი
საშუალებით, რომელთა შორისაც ყველაზე მეტ პოპულარობას უდაოდ სარბოლო სიმულატორი
მოიპოვებს. „ფერარი“ იმედოვნებს, რომ მისი პარკი წლიურად 4 მილიონ ვიზიტორს
მიიღებს. „ფერარი ლენდის“ ასაშენებლად, იტალიური კომპანია 100 მილიონი ევროს
ინვესტიციას განახორციელებს.
„აბუ დაბის „ფერარი უორლდის“ წარმატების შემდეგ, ჩვენ
ძალიან, ძალიან ბევრი თხოვნა მივიღეთ, ახალი თემატური პარკები აგვეშენებინა. რამდენიმე
შემოთავაზება განვიხილეთ და საბოლოოდ, „ინვეს ინდასტრიალის“ შემოთავაზება ავარჩიეთ,
რადგან მათი გეგმა ძალიან სოლიდურია და თანაც, ის ძალიან კომპეტენტურმა ადამიანებმა
შეადგინეს. გარდა ამისა, პორტ ავენტურა ტურისტების დდ რაოდენობითაც გამოირჩევა,
რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო“, - ამბობს „ფერარის“ მთავარი აღმასრულებელი ანდრეა
პერონე.
ის ასევე დასძენს, რომ „ფერარი“ სხვა თემატური
პარკების აშენებასაც აპირებს, ოღონდ მათთვის ადგილს ევროპის გარეთ შეარჩევენ.
No comments:
Post a Comment