Renault and Nissan to Combine Manufacturing and
R&D to Save $4 Billion a Year
10 თებერვალი
„ფიატმა“ და „კრაისლერმა“ ახლახანს დაიწყეს ერთიანი
კომპანიის ფორმირება, „რენოს“ და „ნისანის“ კი ამის დიდი გამოცდილება აქვთ და მალე
მათი ალიანსი კიდევ უფრო გააღრმავებს მათს პარტნიორულ ურთიერთობას. ფრანგულ და
იაპონურ კომპანიებს გადაწყვეტილი აქვთ, ერთობლივად იმუშაონ ავტომობილების შექმნაზე,
წარმოებასა და განვითარებაზე, რაც მათ წლიურად დაახლოებით 400 მილიარდი იენის (დაახლოებით
3.86 მილიარდი აშშ დოლარი) დაზოგვის საშუალებას მისცემს.
სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, „რენო“ და „ნისანი“
ჩამოაყალიბებენ სპეციალურ განყოფილებას, რომელიც ორივე კომპანიაში, წარმოების, კვლევისა
და განვითარების ერთმანეთის მსგავს სტრუქტურების ჩამოყალიბებას გაუწევს ორგანიზებას.
ამ სტრუქტურების წყალობით, ორივე კომპანია, ავტომობილების შემუშავების ადრეულ
სტადაშივე დაგეგმავენ ერთსადაიმავე მაკომპლექტებლების გამოყენებას. ავტომობილებს
პლატფორმებიც საზიარო ექნება და შეძლებისდაგვარად, ორივე კომპანია თავის მსგავს
მოდელებს, ერთსადაიმავე ქარხანაში გამოუშვებს.
ახალი მოდელით პირველად ინდურ საზიარო ქარხანას
აამუშავებენ (2015 წელს), შემდეგ კი ეს პრინციპი კიდევ 10 ქვეყანაში დამკვირდება,
სადაც ორივე კომპანიას წარმოება აქვს. „ნსანს“ და „რენს“ მთელს მსოფლიოში
დაახლოებით 50 ამწყობი ქარხანა აქვთ, მათ შორის, რუმინული „დაჩიას“, რუსული
ავტოვაზის“ და „დაცუნის“ ქარხნები. თავიანთ ახალ სტრუქტურაში, ისინი აუცილებლად
ჩართავენ ამ ბრენდებსაც.
აღსანიშნავია, რომ ალიანსში ყოფნის მიუხედავად, ორ
კომპანიას ხშირად უჭირს ერთობლივი პროექტების განხორციელება, რის გამოც, ისინი უფრო
ხშირად, აგრეგატების, ტრანსმისიების და სხვა მსხვილი კვანძების გაზიარებით
შემოიფარგლებიან. ამის გამო, ნაკლებად ხერხდება იმ ხეირის მიღება, რომლის მოტანაც უფრო
ღრმა პარტნიორობას შეუძლია. მაგალითად ისეთის, როგორიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში
შემავალ კომპანიებს აქვთ.
„რენო-ნისანის“
ალიანსი 1999 წელს შეიქმნა. პარტნიორულმა ურთიერთობამ კომპანიებს 2012 წელს ჯამში
2.69 მილიარდი ევრო დააზოგინა. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი „მხოლოდ“ 1.75
მილიარდი ევრო იყო.
No comments:
Post a Comment