Ford China Reaches New Sales Record with 49%
Increase in 2013
10 თებერვალი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ გასულ წელს, ჩინეთში 935 813
ავტომობილი გაჰყიდა, რაც 49 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე (626 616
ერთეული). აქედან 678 951 ავტომობილის რეალიზება შეძლო ამერიკული კომპანიის და
ჩინური „ჩანგანის“ ერთობლივმა კომპანია „ჩანგან ფორდ ავტომობილმა“, რაც წინა წლის
გაყიდვებზე 62 პროცენტით მეტია.
ჩინეთში ცისფერი ოვალის მოდელებს შორის, ყველაზე
მეტი პოპულარობით „ფოკუსი“ სარგებლობს, რომელიც 403 640 ცალი გაიყიდა. აღსანიშნავია,
რომ ეს მოდელი (როგორც სედანი, ასევე ჰეჩბეკი და სხვა მოდიფიკაციები), ცისქვეშეთის
ბაზარზე, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.
მსუბუქი ავტომობილების გარდა, „ფორდს“ რეკორდული
გაყიდვები ჰქონდა კომერციულ ავტომობილებშიც. ამერიკულმა კომპანიამ და მისმა ჩინელმა
პარტნიორმა „ძიანლინ მოტორსმა“, სულ 230 006 ავტომობილი გაჰყიდეს, რაც წინა წლის
მაჩვენებელზე (200 008 ერთეული) 15 პროცენტით მეტია.
„გასული
წელი ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩინეთში გაყიდვები მაღალი
ტემპით გავზარდეთ. ამაში იქ შვიდი ახალი გლობალური ავტომობილის შეტანა დაგვეხმარა.
მათ შორისაა „ფორდ ეკოსპორტი“, „ფორდ კუგა“, ახალი „ფიესტა“ და სრულიად ახალი „მონდეო“.
და ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება“, - ამბობს „ფორდ მოტორ ჩაინას“ მთავარი
აღმასრულებელი ჯონ ლაულერი.
No comments:
Post a Comment