დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 22, 2014

„რენომ“ სპორტქარ „ალპინის“ გამოშვება გადადო

Alpine Sports Car Reportedly Delayed Amid Tensions between Renault and Caterham
22 თებერვალი
„რენომ“ თავის სპორტულ მოდელ „ალპინის“ წარმოების დაწყების ვადა გადასწია, რის მიზეზადაც, მიმომხილველები პარტნიორ „კატერჰემთან“ ურთიერთობის დაძაბვას და კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობის დაწუნებას ასახელებენ. ამ ავტომობილზე ეს ორი კომპანია ერთობლივად მუშაობს, ოღონდ ისინი მის საკუთარ ვერსიებს გამოუშვებენ.
ბრიტანულმა კომპანიამ თავისი სპორტსმენის დიზაინი უკვე დაამტკიცა. ფრანგულმა კომპანიამ კი თავისი პროტოტიპი დაიწუნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დახურულ ჩვენებაზე, ავტომობილმა არასასურველი გამოხმაურება მიიღო. ამის გამო, „რენომ“ ავტომობილი დიზაინერებს დაუბრუნ და მისი გადამუშავება მოსთხოვა. ეს კი ნიშნავს, რომ მისი პრემიერა მინიმუმ ერთი წლით დაიგვიანებს. შესაბამისად, უკეთეს შემთხვევაში, „ალპინი“ ბაზარზე 2016 წელს გამოვა.
დაგვიანებამ კი „კატერჰემის“ უკმაყოფილება გამოიწვია, რომელსაც საკუთარი ავტომობილის სტარტის შეყოვნება მოუწევს. უფრო მეტიც, თუ „რენო“ თავისი „ალპინის“ საბაზო პარამეტრებს შეცვლის, თავისი მოდელის შეცვლა „კატერჰემსაც“ მოუწევს, ეს კი ბრიტანულ კომპანიას არ აწყობს, რადგან დამატებითი ხარჯების გაწევა მოუწევს.
ორი კომპანიის შეთანხმების შესაბამისად, ისინი თავ-თავიანთ ავტომობილებს ერთდროულად წარადგენენ. ისინი ერთ პლატფორმას და ძრავს გამოიყენებენ, თუმცა მას ფორსირების სხვადასხვა ხარისხი ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, „ალპინის“ ძრავის სიმძლავრე 280 ცხენის ძალა იქნება, „კატერჰემის“ მოდელის შემთხვევაში კი - 300 ცხენის ძალა. ამასთან, ორივე ავტომობილის წონა ერთნაირი - 1 100 კილოგრამი იქნება.
„კატერჰემის“ მთავარი აღმასრულებელი გრემ მაკდონალდი აღიარებს, რომ ორ კომპანიას შორის, გარკვეული უტანხმოება არსებობს, თუმცა ეს მხოლოდ ავტომობილის კონსტრუქციას უკავშირდება და მან თავიდანვე კარგად იცოდა, რომ მსგავსი გამოწვევები წარმოიქმნებოდა.
„თანამშრომლობა იოლი არასოდესაა. ჩვენ პატარა და მოქნილი კომპანია ვართ, ჩვენი პარტნიორი კი უზარმაზარი ფირმაა. ბუნებრივია, ერთობლივი მუშაობის დროს, გარკვეული იმედგაცრუება წარმოიქმნება არამხოლოდ ჩვენს მხარეს, არამედ მათთანაც“, - ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა მაკდონალდმა.

No comments:

Post a Comment