2015 Ford Focus Facelift Gets a Fusion Snout –
First Photos
22 თებერვალი
ჟენევის მოტორ შუზე, „ფორდი“ თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, კომპაქტური „ფოკუსის“ განახლებულ ვერსიას წარადგენს. ეს ავტომობილი უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტ სელერია და ბუნებრივია, მისი ახალი ვერსია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. განახლება ძირითადად ავტომობილის დიზაინს შეეხო.
ჟენევის მოტორ შუზე, „ფორდი“ თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, კომპაქტური „ფოკუსის“ განახლებულ ვერსიას წარადგენს. ეს ავტომობილი უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიო ბესტ სელერია და ბუნებრივია, მისი ახალი ვერსია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. განახლება ძირითადად ავტომობილის დიზაინს შეეხო.
გარეგნობაში მთავარი სიახლე რადიატორის ცხაურია,
რომელიც ძლიერ დაემსგავსა უფრო მაღალი კლასის „მონდეოს“ რადიატორს. ეს უკანასკნელი
კი „ასტონ მარტინის“
შესაბამის ელემენტს მოგვაგონებს. სხვათა
შორის, ადრე ასეთ რადიატორი მხოლოდ „ფოკუსის“ ელექტრულ და ST ვერსიებზე გვხვდებოდა.
ახალია უფრო წვრილი და წაგრძელებული ფარებიც. კაპოტმა უფრო პროფილირებული ფორმა
მიიღო.
ნაკლები ცვლილებაა „ფოკუსის“ უკანა ნაწილში, სადაც
ფარებმა ძველი ფორმა შეინარჩუნეს, თუმცა მაინც ოდნავ დაწვრილდნენ. ცვლილებაა
სალონშიც. აქ ყურადღებას იქცევს უფრო დიდი ზომის, 8-დუიმიანი სენსორული ეკრანი და
შეცვლილი ფორმის მაჩვენებლები. ახალია საჭის რგოლი. ახალ „ფოკუსზე“ ცისფერი ოვალი
პირველად გამოიყენებს კავშირის სისტემა SYNC 2-ს. როგორც
„ფორდ ოფ იუროპის დიზაინის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ სმიტი ამბობს, სალონის
შემუშავებისას, დიზაინერებმა გაითვალისწინეს მომხმარებელთა მთავარი სურვილი -
მართვის სისტემები გაამარტივეს, რაშიც მათ სენსორული ეკრანი დაეხმარა.
სმიტის თქმით, ფეისლიფტის მთავარი მიზანი,
ავტომობილისთვის მეტი ემოციურობის მინიჭება იყო. „ახალი „ფოკუსი“ უფრო სპორტული,
ათლეტურია, გაცილებით დახვეწილი ზედაპირით. და აშკარად მიგანიშნებთ, რომ მისი
მართვით დიდ სიამოვნებას მიიღებთ“, - ამბობს სმიტი. საბოლოო ჯამში, ავტომობილმა
ახალი კორპორატიული სტილის შესაფერისი იერი მიიღო.
რაც შეეხება ძრავებს, აქაც სიახლეა. ესაა სერია
ეკობუსტის უახლესი 1.5-ლიტრიანი ძრავი, რომელსაც ცისფერი ოვალი ფორსირების ორი
ხარისხით შემგთავაზებთ. ერთის სიმძლავრე 150 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 180
ცხენის ძალა. ახალია 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი დიზელის TDCi აგრეგატიც, რომელიც
ასევე ორი ვერსიის სახით იქნება ხელმისაწვდომი. მათგან ერთი 95 ცხენის ძალას
იძლევა, მეორე კი - 120-ს.
კიდევ
ერთი სიახლე გახდება ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავის ახალი ვერსია, რომლით
აღჭურვილი ავტომობილიც, როგორც „ფორდი“ გვაუწყებს, პირველია ევროპაში, რომლის
გამონაბოლქვშიც ნახშირორჟანგის შემცველობა, ყოველ კილომეტრზე 100 გრამზე ნაკლები
იქნება. მოდიფიკაცია ჩაუტარდა 2.0-ლიტრიან TDCi
დზელსაც, რომლის სიმძლავრეც 150 ცხენის ძალაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 14
პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, როცა ძრავს მექანიკური კოლოფი უწყვილდება.
No comments:
Post a Comment