Ferrari Sells Fewer Cars in 2013, but Posts
Record Profits
26 თებერვალი
2012 წელი საუკეთესო იყო „ფერარის“ ისტორიაში
როგორც გაყიდვების მოცულობით, ასევე მიღებული მოგებითაც. მაგრამ ამის შემდეგ,
იტალიურმა ლუკა დი მონტეძემოლომ (ფოტოზე) გადაწყვიტა, რომ წარმოების ზრდა, ბრენდის
იმიჯისთვის სასურველი არ იქნებოდა. ამიტომ, მარანელოელებმა წარმოება შეამცირეს,
რამაც მათ ექსკლუზიურობის მაღალი დონის შენარჩუნების და ამის შედეგად, მოგების მარჟის
გაზრდის საშუალება მისცა.
და აი, შარშანდელმა წელმა გამოავლინა, რომ ასეთი
სტრატეგია კარგად მუშაობს. ამის დასტურია ის, რომ „ფერარის“ რეკორდული ბრუნვა და
მოგება ჰქონდა. არადა, გაყიდვები შეუმცირდა. სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ
სულ 6 922 ცალი ავტომობილი გაჰყიდა, რაც წინა წლის გაყიდვებზე 5.4 პროცენტით ნაკლებია.
ამის მიუხედავად, შემოსავალი 5 პროცენტით გაიზარდა და 2.3 მილიარდი ევრო შეადგინა.
საბოლოო ჯამში, სავაჭრო მოგებამ 363.5 მილიონ ევროს
მიაღწია (გაიზარდა 8.3 პროცენტით), სუფთა მოგებამ კი 246 მილიონი ევრო (გაიზარდა 5.4
პროცენტით) შეადგინა. მოგების მარჟამ 15.6 პროცენტს მიაღწია, რაც „ფერარის“
განცხადებით, ლუქს სექტორში მომუშავე კომპანიების ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
იმავდროულად, შარშან იტალიური კომპანიის მიერ
შესრულებული ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი 337 მილიონი ევრო იყო. ინვესტიციები
ძირითადად კვლევისა და განვითარების სფეროში განხორციელდა. ამასთან, მთელი
საინვესტიციო პაკეტი „ფერარიმ“ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსა. სხვათა შორის,
კომპანიის ღირებულებამ 1.36 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც მის ისტორიაში რეკორდული
მაჩვენებელია.
ცალკეულ
ბაზრებს შორის, პირველ ადგილს კვლავაც შეერთებული შტატები ინარჩუნებს, სადაც 2 035
ავტომობილი გაიყიდა (+9 პროცენტი). შემდეგ ადგილზეა ჩინეთი (ჰონ კონგით და
ტაივანით), სადაც 700 ავტომობილია გაყიდული. ბრიტანეთმა გერმანიას ევროპის
ფარგლებში ლიდერობა ჩამოართვა. ალბიონმა 677 ავტომობილი აითვისა, გერმანიამ კი - 652,
რაც დაახლოებით ასით ნაკლებია წინა წლის გაყიდვებზე. იტალიაში 205 ავტომობილია
გაყიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ საშინაო ბაზარზე, მარანელოელთა გლობალური გაყიდვების
3 პროცენტზე ნაკლები მოდის.
No comments:
Post a Comment