Long-running Nico Rosberg confirms Mercedes W05
still to be tested for pace
1 თებერვალი
ხერესის ტესტების დასრულების შემდეგ, ნიკო როსბერგმა
განაცხადა, რომ W05-ის მაქსიმალურ შესაძლებობებზე ჯერ სრული წარმოდგენა არ აქვს.
სხვათა შორის, ის ხერესის ტესტების მონაწილეთა შორის, ერთადერთი პილოტია, ვინც
ტესტების ბოლო დღეს, სრული სარბოლო სიმულაცია შეასრულა.
როსბერგის სატესტო დღე იმდენად პროდუქტული და
დატვირთული აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით, მან მონოპოსტი თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს
გადაულოცა, რაც თავიდან დაგეგმილი არც ყოფილა. ორი დღის ჯამში, მან ტრეკს 188-ჯერ
შემოუარა. ეს მაშინ, როცა ჩემპიონმა „რედ ბულმა“ ოთხივე დღეში მხოლოდ 21 წრის
გავლა შესძლო.
„კარგი დღე გვქონდა. მე კმაყოფილი ვარ. ეს ღირსეული
სტარტია, არადა ვფიქრობდი, რომ გაცილებით უარესად იქნებოდა საქმე. ჩვენი მთავარი
მიზანი, რაც შეიძლება დიდი მანძილის გავლა იყო. და ჩვენ ამას კარგად გავართვით
თავი. ჩვენთვის ამდენი მანძილის გავლა საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან სრულიად ახალ
ტექნოლოგიის გამოყენება გვიწევს და სიმართლე ითქვას, პრობლემებს ველოდით“, -
ამბობს როსბერგი.
ყოველივეს მიუხედავად, როსბერგი აღიარებს, რომ ჯერ
არ შეუძლია იმაზე ლაპარაკი, თუ სარბოლო რეჟიმში რამდენად სწრაფი შეიძლება იყოს W05:
„ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. მანქანას ათს ვერ დავუწერ, რადგან სიჩქარე
მნიშვნელოვანია, ჩვენ კი აქ ამის საშუალება არ გვქონია. ის ჯერ გაბრაზებული არ
გვინახავს. მთავარი რაც შეიძლება მეტი მანძილის გავლა იყო“.
გერმანელი მრბოლის დასძენს, რომ ის და მისი გუნდი
საკუთარ საქმეზე არიან ფოკუსირებული და ჯერჯერობით არ აინტერესებთ, რას აკეთებენ
სხვები. როსბერგი დასძენს, რომ სარბოლო სიმულაციისას, რამდენიმე წრე მან ლიდერის
რანგში გაატარა. ამასთან, „რბოლის“ დასაწყისში, ტრასა ჯერ კიდევ სველი იყო და ეს
მონკვეთი მან მედიუმ საბურავებით გაიარა. საერთო ჯამში, საბურავების ხარისხით
კმაყოფილი დარჩა. როსბერგმათქვა, რომ მშრალი ამინდის საბურავები მყარია და ნაკლები
პიტ სტოპის საშუალებას იძლევა.
კითხვაზე,
რატომ დაუთმო მანქანა ჰამილტონს, როსბერგმა უპასუხა: „მე ყოველთვის მინდა, რომ
მანქანა ყოველდღე მთელი დღე ვმართო. მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, საკუთარი
სურვილები გუნდის ინტერესებს მივუსადაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყველა პილოტს
თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეს“.
No comments:
Post a Comment