Red Bull ‘should solve problems by Bahrain’ –
Horner
1 თებერვალი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია,
რომ მისი გუნდი ბაჰრეინის ტესტებამდე შეძლებს ტექნიკური პრობლემების მოგვარებას. მსოფლიო
ჩემპიონებმა ხერესის ტესტების ოთხი დღის განმავლობაში, მხოლოდ 21 წრის გავლა
შეძლეს. და ეს იმ დროს, როცა კონკურენტი გუნდები დღეში მინიმუმ 100 წრის გავლას
ასწრებდნენ.
„ჩვენთვის ძალიან ძნელი ტესტები იყო. ჩვენ „რენოს“
ძრავებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა წარმოგვექმნა. გარდა ამისა, ცუდად
მუშაობდა გაგრილების სისტემა. ამ ყველაფერმა კი ჩვენი სამუშაო პროცესი ჩაშალა.
მაგრამ მცირე წრეების მიუხედავად, ჩვენ ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ
შემდეგ ტესტებზე ეს პრობლემები აღარ გვქონდეს. ამ ტესტების დანიშნულება ნაწილობრივ
სწორედ ისაა, რომ პრობლემები სეზონის დაწყებამდე მოვაგვაროთ“, - ამბობს ჰორნერი.კვლავ ვერ ივარჯიშა „რედ ბულის“ ახალწვეულმა დანიელ რიკიარდომ, რომელმაც ისევ ნაადრევად დაასრულა ტესტები და საბოლოოდ, გუნდმა თავისი ბოქსები შუადღემდე დახურა. ავსტრალიელმა მხოლოდ შვიდი წრის გავლა მოასწრო, მერე კი, როგორც მისი სარბოლო ინჟინერი ენდი დეიმრუმი ამბობს, მექანიკური პრობლემა წარმოიქმნა, რომლის გაანალიზების შემდეგაც, გუნდმა ტესტების შეწყვეტა გადაწყვიტა. თუმცა ის დასძენს, რომ ამ შვიდ წრეზეც გარკვეული პროგრესი დაფიქსირდა და ძველმა პრობლემებმაც აღარ იჩინა თავი.
No comments:
Post a Comment