Sauber launches its 2014 Formula 1 car, the C33
26 იანვარი
თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი, რომლითაც წლევანდელ
სეზონში იასპარეზებს, „ზაუბერმაც“ წარმოადგინა. შვეიცარიულმა გუნდმა C33-ის მხოლოდ
ორი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებზეც ავტომობილის ცხვირის ნაწილი კარგად არ ჩანს,
მაგრამ მაინც შეინიშნება, რომ მანქანას წაგრძელებული ცხვირი აქვს, დაახლოებით
ისეთი, როგორიც „მაკლარენის“ ახალ ბოლიდს.
„ზაუბერი“ ამ მანქანის ტესტირებას ხერესშივე
შეუდგება. გუნდი იმედოვნებს, რომ გასული სეზონის მიწურულს აღებულ ტემპს შეინარჩუნებს
და მეორე ეშელონის გუნდებს ლიდერის პოზიციაზე გავა. C33 ისევ „ფერარის“
აგრეგატითაა აღჭურვილი. ამ ავტომობილით რბოლებში გერმანელი ადრიან სუტილი (N99) და
მექსიკელი ესტებან გუტიერესი (N21) იასპარეზებენ.
„ზაუბერის“ მთავარი ინჟინერი ერიკ განდელენი დარწმუნებულია,
რომ გუნდ სეზონისთვის კარგადაა მომზადებული: „რეგლამენტში რადიკალური ცვლილებების
გამო, ახლა ძნელია რაიმეს პროგნოზირება. ის ვიცით, რა პაკეტითაა აღჭურვილი ჩვენი
მანქანა. და ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ. მაგრამ ჯერ არ ვიცით,
როგორი იქნება ჩვენი მეტოქეების ტექნიკა“.
რაც მთავარია, განდელენი ამბობს, რომ მანქანის
კონსტრუქცია, მის საგრძნობლად დახვეწის საშუალებას იძლევა. ეს კი ნიშნავს, რომ სეზონის
მსვლელობისას, გუნდისგან მნიშვნელოვანი პროგრესია მოსალოდნელი, რაც ასევე პოზიტიური
ასპექტია. ესეც რომ არა, სეზონის განმავლობაში მანქანის მოდერნიზაციის საშუალებას ახალი
რეგლამენტიც იძლევა.
No comments:
Post a Comment