Lotus to miss first 2014 Formula 1 winter test at
Jerez
6 იანვარი
ფორმულა ერთის გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას ხერესში, სამ კვირაში დაიწყებენ, მაგრამ როგორც ირკვევა, მათ შორის არ იქნება „ლოტუსი“. ამის შესახებ ბრიტანულმა გუნდმა გამოაცხადა. როგორც გუნდის ტექნიკური დირექტორი ნიკ ჩესტერი ამბობს, ახალი ბოლიდის (E22) პრეზენტაცია ბაჰრეინის ტესტების დაწყებამდე გაიმართება და პირველ სატესტო კილომეტრებს სწორედ ბაჰრეინში, 19 თებერვალს გაივლის.

„ჩვენს მანქანას საქმეში ცოტა გვიან ნახავთ. ჩვენ
გადავწყვიტეთ, რომ ხერესის ტესტებში მონაწილეობა ჩვენთვის ბევრის მომცემი არაა და
მანქანის სრულყოფის პროგრამაში ის შეტანილი არ გვაქვს. მანქანას პირველად ალბათ
ბაჰრეინის ტესტებამდე გიჩვენებთ“, - ამბობს ჩესტერი.
მანვე განაცხადა, რომ მანქანას უკვე გავლილი აქვს FIA-ს
სავალდებულო ქრეშ ტესტების უმეტესობა და მხოლოდ ცხვირის ნაწილის ტესტებიღა აქვს
დარჩენილი. ამასთან: „შასი უკვე მოვარგეთ რომენს (გროჟანს) და პასტორს (მალდონადოს).
მანქანა უკვე ნახეს ჩვენმა პარტნიორებმა და ძალიან მოეწონათ, როგორც გარეგნულად,
ასევე ცალკეული კვანძების ოპტიმალური განლაგების მხრივაც“, - დასძენს ჩესტერი.
რა
თქმა უნდა, ხერესის ტესტების გაცდენა გუნდს ძალიან ფასეული ინფორმაციის მიღების
საშუალებას არ მისცემს. მაგრამ ჩესტერი დარწმუნებულია, რომ E22-ს დიდი პოტენციალი
აქვს: „ჩვენი გათვლებით, მანქანა ძალიან პერსპექტიულია. ჩვენ არ ვიცით, რას
აკეთებენ სხვა გუნდები, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მოწინავეთა შორის ყოფნას
შევძლებთ. რეგლამენტი საფუძვლიანად არის შეცვლილი და ასეთ სიტუაციაში ძნელია იმის
თქმა, თუ რა დონეზე ვართ. ამას ბაჰრეინის ტესტების შემდეგ დავაზუსტებთ. ეს პროცესი
ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და იმედია, ფანებისთვისაც საინტერესო იქნება“.
No comments:
Post a Comment