Mercedes to reveal 2014 car at Jerez test
7 იანვარი
ფორმულა ერთის გუნდებმა თავიანთი ახალი ბოლიდების პრემიერების
თარიღები დანიშნეს. „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ თავის ახალ მანქანას ხერესის
ტესტების გახსნის დღეს წარმოგვიდგენს. სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის
მანქანის შემუშავების პროცესი დასრულებული ექნებათ. ეს იმ ფონზე, რომ რამდენიმე
გუნდი, პირველი ტესტების გადატანას ითხოვდა.
ამ გუნდებს შორის არ არიან „მაკლარენი“ და „ფერარი“.
პირველმა MP4-29-ს პრეზენტაციის თარიღად 24 იანვარი დანიშნა, მარანლოელებს კი ჯერ
დაზუსტებული არ აქვთ, თავიანთ ახალ ბედაურს „მაკლარენზე“ ადრე გვიჩვენებენ, თუ
გვიან. ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავები მაქსიმუმ ორი დღე იქნება და მანქანას
ხერესის ტესტების დაწყებამდე ვიხილავთ. მთავარია, რომ ტესტებისთვის ორივე უკვე
მზადაა.სხვათა შორის, „მაკლარენმა“ პრეზენტაციისთვის ონლაინ რეჟიმი არჩია და არა ჩვეული ღონსძიება საკუთარ ტექნოლოგიურ ცენტრში. „ფერარის“ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. უფრო მეტიც, „სკუდერიას“ მანქანისთვის სახელიც არ აქვს შერჩეული და ამ საქმეში დასახმარებლად ფანებს მოუხმო. შერჩევის პროცესი ინტერნეტით მოხდება.
No comments:
Post a Comment