დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 21, 2014

მიხაელი არ დანებდება

Schumacher 'will not give up' – family
21 იანვარი
მიხაელ შუმახერის ოჯახმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც არაფერია ნათქვამი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუმცა, ოჯახი გვპირდება, რომ ლეგენდარული მრბოლი სიცოცხლისთვის ბრძოლას ისეთივე შემართებით გააგრძელებს, როგორითაც ტრასაზე გამოირჩეოდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, შუმახერის პირადმა პრეს მდივანმა საბინე კემმა გამოაქვეყნა განაცხადება, რომელშიც შუმის მდგომარეობა შეფასებული იყო, როგორც „სტაბილური“ და პირველად საბედისწერო ინციდენტის შემდეგ, არ იყო ნახსენები სიტყვა „კრიტიკული“.
შუმის მეუღლე კორინა, მათი შვილები, მამა როლფი და ძმა რალფი აცხადებენ, რომ ისინი მადლობას უხდიან მიხაელის ფანებს მთელი მსოფლიოდან, რომელთა თანდგომის წერილებიც ოჯახს ამ მძიმე პერიოდში ძალიან ამხნევებს. „ეს ჩვენ ძალას გვმატებს. ყველამ იცის, რომ მიხაელი მებრძოლია და არ დანებდება!“ - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
იმავდროულად, ქალაქ ბორდოს უნივერსიტეტის ნეიროქირურგი ჟან-მარკ ორგოგოზო, გაზეთ „ლე პოინტთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ყოველი დღე, ყოველი კვირა, სანამ ადამიანი კომაში იმყოფება, მას გამოჯანმრთელებისგან აშორებს“...

No comments:

Post a Comment