Caterham signs Kobayashi, Ericsson for 2014
Formula 1 season
21 იანვარი
„კატერჰემმა“ ახალი სეზონისთვის ორივე პილოტი
გამოცვალა და კონტრაქტები იაპონელ კამუი კობაიაშისთან და შვედ მარკუს ერიქსონთან
გააფორმა. ამგვარად, 27 წლის კობაიაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება დიდი
პრიზების სამყაროს, ერიქსონი კი ფ1-ის პირველი შვედი პილოტი ხდება მას შემდეგ, რაც
მისმა თანამემამულე სტეფან იოჰანსონმა თავისი კარიერა დაასრულა (1991 წელს).
„შესანიშნავი შეგრძნება მეუფლება, როცა ვაცნობიერებ,
რომ ფ1-ში ვბრუნდები. და მიხარია, რომ „კატერჰემის“ წევრი ვხდები. ჩვენი
მოლაპარაკების პერიოდში აღფრთოვანებული ვიყავი ამ გუნდის ამბიციებით. ამისთვის
ისინი თავს არ ზოგავენ და სოლიდურ ხარჯებსაც არ იშურებენ. თავად დავრწმუნდი იმაში,
რომ „კატერჰემს“ ყველაფერი აქვს იმისათვის, რაც პროგრესს სჭირდება და დარწმუნებული
ვარ, შემდგომ სეზონებში მათი სწრაფი განვითარების მომსწრე გავხდებით“, - განაცხადა
იაპონელმა, ვინც გასულ სეზონში „ფერარის“ GT პროგრამის ფარგლებში, გამძლეობაზე რბოლების
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა.
რაც შეეხება ერიქსონს, ის ჯერ 23 წლისაა და
გრანპრი2 სერიაში უკვე ოთხი სეზონის გატარება მოასწრო. გასულ სეზნში იქ მეექვსე
ადგილი დაიკავა და ეს GP2-ში მისი საუკეთესო შედეგია. თუმცა ახალ სეზონში მას DAMS-ში
მოქმედი ჩემპიონი დავიდე ვალსეკი უნდა შეეცვალა და ფავორიტობას უწინასწარმეტყველებდნენ.
ამასთან, 2009 წელს ერიქსონმა, იაპონიის ფ3-ის ჩემპიონის რანგში, მონაწილეობა
მიიღო ფ1-ის ახალგაზრდა პილოტების ტესტებში. თანაც, ჩემპიონი „ბრაუნის“ ბოლიდს
მართავდა.
„კატერჰემი“ ბოლო გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის
თავისი შემადგენლობა დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ნომრებს აირჩევენ მისი
პილოტები.
ფორმულა 1-ის 2014 წლის სეზონის შემადგენლობები
რედ ბულ-რენო
სებასტიან ფეტელი (გერმანია)
დანიელ რიკიარდო (ავსტრალია)
მერსედესი
ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)
ნიკო როსბერგი (გერმანია)
ფერარი
ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
კიმი რაიკონენი (ფინეთი)
ლოტუს-რენო
რომენ გროჟანი (საფრანგეთი)
პასტორ მალდონადო (ვენესუელა)
მაკლარენ-მერსედესი
ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)
კევინ მაგნუსენი (დანია)
ფორს ინდია-მერსედესი
ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)
სერხიო პერესი (მექსიკა)
ზაუბერ-ფერარი
ადრიან სუტილი (გერმანია)
ესტებან გუტიერესი (მექსიკა)
ტორო როსო-რენო
ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი)
დანიილ კვიატი (რუსეთი)
უილიამს-მერსედესი
ფელიპე მასა (ბრაზილია)
ვალტერი ბოტასი (ფინეთი)
მარუსია-ფერარი
ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი)
მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი)
კატერჰემ-რენო
კამუი კობაიაში (იაპონია)
მარკუს
ერიქსონი (შვედეთი)
No comments:
Post a Comment