დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 22, 2014

„ფორს ინდია“ პირველია

Force India reveal first picture of VJM07
22 იანვარი
„ფორს ინდია“ ფორმულა ერთის პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მომზადებული მანქანის VJM07 (VJM - ვი ჯეი მალია, გუნდის შეფის სახელი და გვარი) ფოტო გაავრცელა. მანქანა პროფილში დგას და მისი ცხვირი კარგად არ ჩანს, თუმცა ფაქტია, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ის ძლიერ დაბლაა დაწეული.
გარდა ამისა, პირველად ინდური გუნდის ისტორიაში, მისი მანქანის შეფერილობაში შავი სჭარბობს. თუმცა, კვლავ შენარჩუნებულია ორანჟისფერი და მწვანე, როგორც ინდოეთის დროშის ფერები. „ინდოეთის ეროვნული ფერები, ავტომობილის ინტეგრალურ ნაწილად რჩება, მაგრამ ვეფხვი ავაზად გადაიქცა! ჩვენ მეშვიდე სეზონს ვიწყებთ, რომელშიც ახალი პარტნიორები გვეყოლება, მქანქანზე კი ახალი სახელები გამოჩნდბა. ახალი გაფორმება კი ჩვენს ამბიციებს გამოხატავს“, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.
ახალი რეგლამენტის შესაბამისად, VJM07 „მერსედესის“ წარმოების 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სტრუქტურაშიც ენერგიის აღდგენის სისტემაა ინტეგრირებული. ძრავთან კი 8-საფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული. „ფორს ინდიას“ განცხადებით, უკანა საკიდარი გამწევ ბერკეტებზე მუშაობს, წინა კი - მბიძგველზე.
„ფორს ინდიას“ ტექნიკური დირექტორი ენდრიუ გრინი ამბობს, რომ მანქანას სრულიად განსხვავებული ცხვირი აქვს, მისი დანარჩენი ნაწილი კი ძლიერ ჰგავს გასული სეზონის მანქანას. თუმცა, ის თავად აღიარებს, რომ ტესტების მსვლელობისას, ცხვირის მოყვანილობა შეიცვლება.
„ეს ცხვირი მხოლოდ საჩვენებელი ვარიანტია და მოგვიანებით აუცილებლად დაიხვეწება. ჩვენ უკვე ვმუშაობთ განახლებაზე და შემიძლია ვთქვა, რომ მანქანის ცხვირი და ფრთები აუცილებლად შეიცვლება. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ სრულყოფის პროცესის დაწყებისთანავე ზღვარზე ვიმუშაოთ. მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ მანქანის სრულყოფის პროცესი დავიწყოთ და ის თანდათან გავაუმჯობესოთ. მთავარია, რომ ტესტებისთვის მზად ვართ. ამასთან, სამომავლო სამუშაო პროცესის კონცეპციაც შემუშავებულია“, - ამბობს გრინი.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ავტომობილის წინა ნაწილის აეროდინამიკის განვითარებას, რადგან ცხვირის დაბლა დაწევამ და წინა ფრთის დაპატარავებამ (150 მილიმეტრით), ჩაჭიდება ძლიერ შეამცირა. იმავდროულად, შემცირებულია უკანა ფრთის ზომაც, რამაც აეროდინამიკის სპეციალისტებს კიდევ უფრო გაურთულა საქმე.

No comments:

Post a Comment