Audi's New R18 e-Tron Quattro Still a Diesel but
Has Two Hybrid Systems
14 დეკემბერი
მიუხედავად იმისა, რომ ახალი LMP1 რეგლამენტის
გამო, ლემანის ტრიუმფატორი სარბოლი პროტოტიპის ძლიერ შეცვლამ მოუწია, „აუდიმ“ მას
სახელი მაინც იგივე დაუტოვა - „R18 e-ტრონ კვატრო“. „ყველაზე კომპლექსური სარბოლი
ავტომობილი, რომელიც კი „აუდის“ ოდესმე შეუქმნია“, - ასე დაახასიათა გერმანულმა
კომპანიამ თავისი შედევრი, რომელიც მისივე განცხადებით, წინამორბედივით სწრაფია,
თუმცა მასზე 30 პროცენტით მცირე საწვავსაც მოიხმარს.
ამ ავტომობილის პრემიერა ოთხ რგოლს 18 დეკემბერს
აქვს დაგეგმილი, თუმცა მისი ფოტოები და მცირე ინფორმაცია უკვე გაავრცელა. მთავარი,
რა პრინციპითაც ახალი პროტოტიპი შეიქმნა, საწვავის ეკონომიური მოხმარებაა. და ეს
დროის გამოძახილია, რასაც ამ ტიპის რბოლები ყოველთვის ითვალისწინებდა, რადგან
მათში მონაწილეობა, სერიული ავტომობილებისთვის გამოსადეგი ტექნოლოგიების
განვითარებას საჭიროებს, ეს კი ავტომწარმოებლების ინტერესებში შედის და ისინიც რბოლებში
მონაწილეობას (თუნდაც გამარჯვებას ვერ მიაღწიონ) სასარგებლოდ თვლიან.
სხვათა შორის, ამ ავტომობილის შემუშავება
გერმანულმა კომპანიამ ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. პირველი ეგზემპლარი უკვე სექტემბერში
იყო მზად და მაშინვე სატესტოდ ტრეკზე გამოიყვანეს. „აუდი“ ამბობს, რომ ახალი „R18
e-ტრონ კვატროს“ კონცეპცია, მისი წინამორბედის მსგავსია, თუმცა ის ბევრი ახალი დეტალური
გადაწყვეტითაა გამდიდრებული და რაც მთავარია, კიდევ ერთი ჰიბრიდული სისტემა დაემატა.
მთავარი მამოძრავებელი ისევ V6 TDI დიზელია,
რომელიც უკანა ბორბლებს ემსახურება. მას კი ორი ჰიბრიდული სისტემა „ეშველება“. დიზელის
ძრავის სტრუქტურაშია გაერთიანებული ელექტრული ტურბოდამჭირხნი (ERS-H, ERS-H –
Energy Recovery System Heat - ანუ ენერგიის აღდგენის სისტემა სითბური), რომელიც,
მისი სახელიც გვეუბნება, ტურბინაში არსებული სითბოდან ღებულობს ენერგიას, რომელიც
ჩვეულებრივ, გამონაბოლქვ გაზთან ერთად, ატმოსფეროში იბნევა ხოლმე. მეორე ჰიბრიდული
სისტემაა ERS-K (Energy Recovery System Kinetic - ანუ ენერგიის აღდგენის სისტემა
კინეტიკური) და ის წინა ღერძთანაა დაკავშირებული. სახელით ადვილი მისახვედრია, რომ
ის კინეტიკურ ენერგიას აგროვებს. ელემენტების გარდა, „R18 e-ტრონ კვატრო“ ენერგიის
შესანახად მქნევარასაც იყენებს.
გარეგნულად,
ახალი „R18 e-ტრონ კვატრო“ შეიძლება წინამორბედს მიამსგავსოთ, თუმცა განსხვავებაც
შესამჩნევია. მთავარი კი ისაა, რომ ახალი ავტომობილი 100 მილიმეტრით ვიწრო და 20 მილიმეტრით
მაღალია. ამასთან, კოკპიტი უფრო გრძელია. როგორც „აუდი“ ირწმუნება, ყველა ამ მოდიფიკაციის
წყალობით, ავტომობილს უფრო გარსშემოდენილი ფორმა აქვს და მისი ბორბლების ჩაჭიდებაც
გაიზარდა.
No comments:
Post a Comment