დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 2, 2013

„აუდი“ პატარა ქროსოვერ Q1-ს 2016 წელს გამოუშვებს

Audi Officially Confirms Q1 Small Crossover for 2016, Shows Concept Teaser
2 დეკემბერი
„აუდიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მალე თავისი ქროსოვერების გამას კიდვ ერთი, ყველაზე პატარა ავტომობილით გაამდიდრებს, რომელიც ბაზარზე Q1-ის სახელით გამოვა. გერმანული კომპანია ამ ავტომობილს 2016 წელს გამოუშვებს, თავის ინგოლშტადტურ ქარხანაში, სადაც ასევე A3-ს და A4/A5-ს აწარმოებენ. ეს ავტომობილი, „აუდის“ ქროსოვერების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი იქნება და ბაზარზე მისი გამოსვლით, ეს ოჯახი სრულად დაკომპლექტდება.
თუ რატომ ამრავლებს თავის საწარმოო პროგრამაში ოთხი რგოლი უგზოობის ავომობილებს, ამას სტატისტიკა საუკეთესოდ განმარტავს: ქროსოვერებს სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს. კერძოდ, პირველ ათ თვეში გერმანულმა კომპანიამ 194 430  ცალი Q5 გაჰყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის გაყიდვებზე 17 პროცენტით მეტია. სულ კი წელს „აუდს“ მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 28 პროცენტი უგზოობის ავტომობილებზე მოვა. მარკეტოლოგების გათვლებით კი, 2020 წელს ეს წილი 35 პროცენტს მიაღწევს.
ამ ეტაპზე, „აუდი“ თავის მომავალ სიახლეზე ინფორმაციას პრაქტიკულად არ ავრცელებს. მისი მხოლოდ ფოტო ტიზერი, უფრო სწორედ, მარტივი ესკიზი გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ Q1 B სეგმენტის ავტომობილია, სადაც ამ ეტაპზე „ნისან ჯუკი“ ლიდერობს. მისი სიგრძე დაახლოებით 4.0 მეტრი იქნება და რაც მთავარია, ის „ფოლკსვაგენის“ მოდულურ პლატფორმა MQB-ზე აიგება. რაც შეეხება ძრავების გამას, მათ ქროსოვერს სუბკომპაქტური A1 გაუზიარებს.
სავარაუდოდ, Q1-ის პირველ კონცეპტუალურ ვერსიას, მომავალი წლის რომელიმე დიდ საავტომობილო გამოფენაზე გვიჩვენებენ.

No comments:

Post a Comment