New Porsche LMP1 Named 919 Hybrid
16 დეკემბერი
„პორშე მოტორშპორტმა“ გამოაცხადა, რომ LMP1
სპეციფიკაციების შესაბამისად შექმნილ თავის სარბოლ პროტოტიპს, „919 ჰაიბრიდი“
უწოდა. ამ ავტომობილით ცუფენჰაუზენელები ლე მანის 24-საათიან რბოლასა და
გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში (WEC) იასპარეზებენ.
გერმანული კომპანიის განცხადებით, სახელი ერთგვარი
გაგრძელებაა ორი ავტომობილისა - 917-ის, რომლითაც „პორშემ“ პირველად მოიგო ლე მანი
(1970 წელს) და „918 სპაიდერის“, კომპანიის პირველი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილისა,
რომლის წარმოებაც ახლახანს დაიწყო. ეს ყველაფერი კი იმის მინიშნებაა, რომ კომპანია
თავისი ისტორიის ახალ ეტაპს იწყებს, რომელსაც „მწვანე“ მიმართულება აქვს.
„ისეთი ჰიბრიდული სპორტული ავტომობილებით,
როგორებიცაა უგზოობის „კაიენი“, დიდი ტურიზმის „პანამერა“ და სუპერ ავტომობილი „918
სპაიდერი“, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. მაგრამ ეს საკმარისი არაა და იმისათვის, რომ
სპორტულობის და მსგრადობის უკეთეს შერწყმას მივაღწიოთ, სწავლა უნდა გავაგრძელოთ. WEC-ის
ახალი რეგლამენტის მთავარი მოთხოვნა, პირველი კლასის პროტოტიპებში საწვავის
მაქსიმალურად ეფექტურ მოხმარებას მოითხოვს. ეს კი მთელი საავტომობილო ინდუსტრიის
მომავალია“, - ამბობს „პორშეს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვოლფგანგ ჰატცი, ვინც
კომპანიის კვლევებსა და განვითარებას კურირებს.
სარბოლი პროტოტიპის სახელის პრეზენტაციასთან ერთად,
„პორშემ“ მედიას თავისი ორი ახალი პილოტი - ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი და გერმანელი
მარკ ლიბიც წარუდგინა. მათთან ერთად, გერმანული კომპანიის პროტოტიპებით,
ავსტრალიელი მარკ ვებერი, ფრანგი რომენ დუმასი, შვეიცარიელი ნილ იანი და გერმანელი
ტიმო ბერნჰარდი იასპარეზებენ.
ცნობისათვის,
სარბოლი ავტომობილი შიდაწვის ოთხცილინდრიანი ძრავით და ორი ჰიბრიდული სისტემითაა
აღჭურვილი, რომლებიც თბურ და მექანიკურ ენერგიას აღადგენენ, რასაც პილოტი
საჭიროებისამებრ იყენებს.
No comments:
Post a Comment