დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 16, 2013

ფ1-ის პილოტებმა ნომრების არჩევა დაიწყეს

Raikkonen picks number 7, Bottas picks 77
16 დეკემბერი
შობის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ფორმულა ერთის პილოტებმა თავიანთი მუდმივი ნომრების არჩევა დაიწყეს. როგორც ცნბილია, ახალი წესებით, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ყველა პილოტს, თავისი სურვილისამებრ ექნება ნომრების (2-დან 99-მდე) არჩევის უფლება, რომლებსაც ისინი მთელი კარიერის განმავლობაში შეინარჩუნებენ.
ნომრის შერჩევის პირველ ეტაპზე მრბოლებს სამი სასურველი ნომრის დასახელება შეუძლიათ, რომელთაგან ერთ პრიორიტეტულს დაასახელებენ. ორ ან მეტ პილოტს შორის ერთი და იგივე ნომრის დამთხვევის შემთხვევაში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია უპირატესობას იმას მიანიჭებს, ვისაც გასულ სეზონში უკეთესი შედეგი ჰქონდა.
ერთ-ერთი პირველი, ვინც თავისი ფავორიტი ნომერი დაასახელა, „ფორს ინდიაში“ გადასული სერხიო პერესია, რომელსაც 11 ნომერი სურს. ფერნანდო ალონსომ 14 ნომრის არჩევა ისურვა, რადგან თვლის, რომ ეს მისი იღბლიანი ნომერია - როგორც ჩანს, მომავალ წელსაც უკავშირებს და იმედი აქვს, რომ ეს შემობრუნების სეზონი იქნება.
ჟან-ერიკ ვერნმა „ფერარისთვის“ ლეგენდარული 27 ნომერი ისურვა, რომელიც მარანელოში ჟილ ვილნევთან ასოცირდება. ნიკო როსბერგმა კი ნომერი 6 არჩია. სწორედ ეს რიცხვი ეწერა 1982 წლის სეზონში მამამისის, კეკეს „უილიამსს“, რომელმაც ის ერთადერთი გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა. თავის მხრივ, უფროსმა როსბერგმა ეს რიცხვი უბრალოდ იმიტომ აირჩია, რომ 6 დეკემბერს არის დაბადებული.
ვალტერი ბოტასის რჩეული რიცხვია 77. რატომ? შესაძლოა ეს არაფერ შუაშია, მაგრამ მისი გვარი იწერება როგორც Bottas, რაც 'Bo77as'-ის ასოციაციას იწვევს... მოკლედ, ფინელმა ტვიტერზე თავის 49 000 მიმდევარს შეატყობინა, რომ მისი პირველი არჩევანი 77-ია. მისმა ახალმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამ 19 აირჩია.
რომენ გროჟანსაც აურჩევია თავისი სამი ფავორიტი რიცხვი და ისინი FIA-ს მისწერა, თუმცა მათი დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ასევე იქცევა „რედ ბულის“ ახალი პილოტი დანიელ რიკიარდო. ძნელი წარმოსადგენია, სებასტიან ფეტელმა უკვე თავისად ქცეულ პირველ ნომერზე უარი თქვას. რაც შეეხება კიმი რაიკონენს, ბოტასის მსგავსად, მასაც 7 მოსწონს, ოღონდ მხოლოდ ერთი შვიდიანი.

No comments:

Post a Comment