Gordon Murray’s Microcar Project Morphs into
Yamaha MOTIV.e at the Tokyo Motor Show
4 დეკემბერი
ლეგენდარულმა ბრიტანელმა ინჟინერმა გორდონ მარიმ, საკუთარი პროექტი T.25/T.27, რომელიც მიკროავტომობილის შექმნას ითვალისწინებს, მოტოციკლების მწარმოებელ „იამაჰასთან“ ერთად განახორციელა და კონცეპტუალური „იამაჰა მოტივ.e-ს“ სახით, ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა.
მარის, ვინც სახელი ჯერ ფორმულა ერთში განახორციელებული პროექტებით გაითქვა, შემდეგ კი ლეგენდარული „მაკლარენ F1“ შეიმუშავა, აპრილში განცხადა, რომ თავისი მიკროავტომობილის წარმოების დაწყებას 2016 წელს აპირებს, დაახლოებით იგივე გეგმები აქვს „იამაჰასაც“, თუმცა ტოკიოში მათ არ დაუზუსტებიათ, ერთიდაიმავე ავტომობილის წარმოებაზე ლაპარაკობენ, თუ - არა.
ყოველ შემთხვევაში, ერთი რამის თქმა, „მოტივ.e-ს“ ნახვისთანავე შეიძლება - ის უფრო დიდია, ვიდრე მარის საინჟინრო კომპანიის მიერ შექმნილი ჯუჯა T.25/T.27. მათ სალონში სავარძლების განლაგებაც განასხვავებს - მარის ჯუჯაში მხოლოდ სამი დასაჯდომია, „იამაჰამ“ კი ორადგილიანი ჯუჯა შემოგვთავაზა. განსხვავებულია კარის სისტემაც - „იამაჰას“ ჩვეულებრივი ორი კარი აქვს, მარის მანქანას კი - ერთი, რომელიც გაღებისას, სახურავის წინა ნაწილსაც თან გაიყოლებს. თუმცა სავარაუდოდ, ისინი ერთსადაიმავე პლატფორმაზეა მორგებული.
ავტომობილის მზიდი ელემენტი, ფოლადის ოთხკუთხა და მრგვალი მილებით შეკრული სივრცული ჩარჩოა, რომელთანაც კომპოზიტით დამზადებული პანელებია დაკავშირებული. მთლიანობაში იქმნება მონოკოკური სისტემა, რომელიც არის მსუბუქი და უსაფრთხო უჯრედს წარმოადგენს. სწორედ მასში თავსდება სალონი. გარედან კი მასზე მაგრდება როგორც საკიდარი, ასევე ძალური დანადგარები, მართვის საშუალებები და ენერგიის წყარო.
ავტომობილი აღჭურვილია „ციტეკის“ წარმოების სრულიად
ახალი ელექტრული ძრავით, რომლის სიმძლავრეც 33 ცხენის ძალაა პიკური მომენტი კი - 896
ნიუტონმეტრი. ელემენტების ბლოკის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ელექტრომობილმა
160 კილომეტრის გავლა შეძლოს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან ელემენტების ელექტრო ენერგიით
დამუხტვას სამი საათი სჭირდება, სწრაფად დამმუხტავი კი ამ საქმეს ერთ საათში
ასრულებს.
„მოტივ.e-ს“ მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ-ია, ადგილიდან
ასის ასაკრეფად დაახლოებით 15 წამია საჭირო. პატარა ავტომობილი 730 კილოგრამს იწონის.
მისი გაბარიტებია: სიგრძე 2 690 მილიმეტრი, სიგანე 1 470 მილიმეტრი და სიმაღლე 1 480
მილიმეტრი.
„იამაჰა“ ამ პატარა ელექტრომობილს 2016 წელს
გამოუშვებს და მას უპირველეს ყოვლისა, ევროპულ ბაზარზე შეიტანს.
No comments:
Post a Comment