New baby Jaguar saloon design ready
11 დეკემბერი
„იაგუარმა“ თავისი ახალი პატარა სედანის დიზაინი
დაამტკიცა, რომელსაც პირველად მომავალი წლის მეორე ნახევარში გვიჩვენებს. ეს
ინფორმაცია, ბრიტანული კომპანიის დიზაინის დირექტორმა იან ქელამმა ჟურნალ „ავტოქარს“
თავად გაუმხილა. მანვე აღიარა, რომ ავტომობილს ჯერ სახელი არ აქვს, თუმცა დასძინა,
რომ ის „იაგუარის“ ახლანდელ კორპორატიულ სტილში შესრულდება.
კომპანიაში ახალ სედანს კოდური სახელწოდებით - X760
მოიხსენიებენ. სავარაუდოდ, მის კონცეპტუალურ ვერსიას, პირველად პარიზის მოტორ
შოუზე წარადგენენ. წარმოებისთვის გამზადებული სახით კი ის ჟენევის 2015 წლის მოტორ
შოუზე გამოჩნდება, რის შემდეგაც მალე კომპანიის დილერთა შოურუმებშიც ვიხილავთ.
პატარა სედანი სრულიად ახალ, ალუმინისგან დამზადებულ
პლატფორმაზე აიგება, რომელსაც უცნაური სახელი - iQ[Al] უწოდეს. ეს აბრევიატურა
იშიფრება, როგორც „ალუმინის ინტელექტუალური არქიტექტურა“. სხვათა შორის, ეს
პლატფორმა პირველად „იაგუარმა“ თავის კონცეპტუალურ ქროსოვერ C-X17-ზე გამოიყენა.
სედანი თავისი გაბარიტებით ახლოს იქნება „ბეემვეს“ მესამე სერიის სედანთან და მასვე,
ასევე „აუდი A4-ს“ და „მერსედეს-ბენცის“ C-კლასს გაუწევს კონკურენციას.
ქელამის თქმით, ავტომობილის დიზაინის თავისებურებანია
ტრაპეციის ფორმის რადიატორი, კაპოტზე ორი მსხვილი ამონაბორცვი, დაბერილი უკანა საბორბლე
თაღები და სპორტული, დახვეწილი ფორმის პროფილი. მთავარი დიზაინერი დასძენს, რომ პატარა
სედანს F-ტაიპის და C-X17-ის მსგავსი გარეგნობა ექნება, რაც
მათს ერთიდაიმავე ოჯახის კუთვნილებას გაუსვამს ხაზს.
No comments:
Post a Comment