Motor racing-F1 to award double points for final
race in 2014
9 დეკემბერი
მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთის ჩემპიონატის
ბოლო რბოლაში, რომელსაც აბუ დაბი უმასპინძლებს, მოწინავე ათეულში გასული პილოტები,
ორმაგ ქულებს მიიღებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ
(FIA), რომელიც იმედოვნებს, რომ ამით სეზონის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ინტერესის
შენარჩუნება.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ სისტემითაც კი,
სებასტიან ფეტელს და „რედ ბულს“ ხელს ვერავინ შეუშლიდა მეოთხე ტიტულის მოპოვებაში.
მათ საქმე ინდოეთის ეტაპზევე დაასრულეს და ამის მიუხედავად, დარჩენილ ოთხ რბოლაში
გამარჯვებისთვის იბრძოლეს და საწადელსაც იოლად მიაღწიეს.
გარდა ამისა, FIA-მ ასევე გამოაცხადა, რომ ფორმულა
ერთის კომისიამ და ფ1-ის სტრატეგიულმა ჯგუფმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა
გლობალური ხარჯების შეზღუდვის საკითხში. ამ შეზღუდვის შემოღება 2015 წლის სეზონიდან
იგეგმება. ფედერაციამ გამოაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი, ფ1-ის კომერციულ უფლებათა
მფლობელები და გუნდები საბოლოო შეთანხმებას ამ საკითხზე ივნისში მიაღწევენ.
ასევე შეთანხმებულია პილოტებისთვის მუდმივი ნომრების
მინიჭების საკითხიც. მისი საბოლოო დამტკიცების შემდეგ, პილოტებს ერთხელ არჩეული ნომერი,
კარიერის განმავლობაში გაჰყვებათ. ამჟამად ნომრებს გუნდები იმ ადგილების მიხედვით
ღებულობენ, თუ რომელი ადგილი დაიკავეს წინა ჩემპიონატში. პირველი ნომერი მაინც
მსოფლიო ჩემპიონის რიცხვი იქნება, თუმცა ის თავად გადაწყვეტს, ამ ნომრით იასპარეზებს,
თუ თავისით. იმ შემთხვევაში, თუ ორი პილოტი ერთსა და იმავე ნომერს აირჩევს, უპირატესობა
იმ პილოტს მიენიჭება, რომელიც წინა სეზონს უფრო წინ დაამთავრებს.
მომავალი სეზონიდან ამოქმედდება წესი, რომელიც
მცირე დარღვევისთვის ხუთწამიან ჯარიმას ითვალისწინებს. შესათანხმებელია მხოლოდ ამ
წესის დეტალები, რომლებსაც გუნდები გადაწყვეტენ.
ქულების ახალი სისტემა
პოზიცია ქულები ბოლო რბოლის ქულები
1-ლი 25 50
მე-2 18 36
მე-3 15 30
მე-4 12 24
მე-5 10 20
მე-6 8 16
მე-7 6 12
მე-8 4 8
მე-9 2 4
მე-10 1 2
No comments:
Post a Comment