დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 9, 2013

„სუზუკის“ კონცეპტუალური ქროსოვერები ტოკიოში

Meet Suzuki's Crossover Concepts from the Tokyo Motor Show
9 დეკემბერი
„პატარა ავტომობილები დიდი მომავლისთვის“ - ამ დევიზით, „სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე რამდენიმე პატარა კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომლებიც იაპონური კომპანიის მომავალს გვიჩვენებენ. როცა კომპანიის მომავალს ვამბობთ, ამაში როგორც დიზაინი, ასევე მოდელების სიმრავლეც იგულისხმება. ყველა კონცეპტი სხვადასხვა ტიპის ქროსოვერია და დიდი შანსია იმისა, რომ მათს უმეტესობას მალე ბაზარზე ვიხილავთ.



„ქროსშიკერი“ შინდისფერი სამკარიანი კომპაქტური ქროსოვერია, რომელიც ორი წლის წინ წარმოდგენილი კონცეპტუალური „რეჯინას“ ევოლუციური ვერსიაა. ის მხოლოდ 810 კილოგრამს იწონის, მამოძრავებელ ძალას კი მას უახლესი, ბენზინის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავი ანიჭებს.
თეთრი „X-ლენდერი“ სრულ ამძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილია, რომელიც „სუზუკის“ განმარტებით, საქალაქო ავტომობილი კი არის, მაგრამ რიგ შემთხვევებში, უგზოობის პირობებშიც გაინავარდებს. ის „ჯიმნ 4x4-ის“ ბაზაზეა დამზადებული, მის კაპოტქვეშ კი ბენზინის 1.3-ლიტრიანი ძრავი მუშაობს, რომელთანაც სრულიად ახალი, ავტომატურად კონტროლირებადი, მექანიკური კოლოფი და ელექტრო ძრავი არის შეწყვილებული.
„ჰასტლერი“ ორ ვარიანტადაა შექმნილი. ერთი მიკროვენი უფროა, ვიდრე ქროსოვერი, მეორეს კი იაპონური კომპანია კუპედ მოიხსენიებს, თუმცა ესეც პირობითი მიკუთვნებაა, რადგან ამ მანქანასაც ხუთი კარი აქვს და ამით, უფრო ქროსოვერსა და ჰეჩბეკს შეესაბამება. კუპე კი მხოლოდ იმის გამო შეიძლება უწოდო, რომ დაქანებული სახურავი აქვს. მეოთხე ქროსოვერია კონცეპტუალური iV-4 (ლურჯი ფერის), რომელიც „სუზუკიმ“ პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა. 

No comments:

Post a Comment