Ford Edge Concept Makes European Debut in
Barcelona
8 დეკემბერი
ახალი „მუსტანგის“ გარდა, „ფორდმა“ ბარსელონაში,
თავისი კიდევ ერთი ავტომობილის, უახლეს კონცეპტუალურ ქროსოვერ „ეჯის“ და პატარა კონცეპტუალურ
ჰეჩბეკ „კას“ ევროპული პრემიერა ჩაატარა. სამივე პრემიერა, ცისფერი ოვალის გლობალიზაციის
ნიშნით და დევიზით „გოუ ფართერ“ ჩატარდა. თავისი გლობალური სტრატეგიის წყალობით, „ფორდი“
მსოფლიოსა და ევროპის ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას ცდილობს, რაშიც ეს სამი
მოდელი მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ახალი კონცეპტუალური „ეჯი“ პირველად „ფორდმა“
ახლახანს, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარადგინა. ეს არის იმ სერიული ავტომობილის
მაცნე, რომელსაც ცისფერი ოვალი ბაზარზე მომავალ წელს გამოიტანს. ეს იმ 25
ავტომობილთაგანია, რომლებსაც „ფორდი“ ევროპელ მყიდველს მომავალ ხუთ წელიწადში პირდება.
„ეჯის“ გარდა, ამ პაკეტში ასევე ახალი ქროსოვერები „კუგა“ და პატარა „ეკოსპორტი“
შედის.
ქროსოვერი „ეჯი“ უახლესი, ავტომატური ტექნოლოგიების
მთელი წყებით აღიჭურვება. მათ შორისაა თვითპარკირების და წინაღობისთვის გვერდის
ავლის სისტემები, სერია ეკობუსტის უახლესი ძრავები. კომპლექტაციაში ასევე შევა რადიატორის
ცხაურის ჩამკეტი ჟალუზი, რომელიც საწვავის ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს.
„სრულიად ახალი კონცეპტუალური „ფორდ ეჯი“ ევროპელ
მომხმარებელს წარმოდგენას შეუქმნის „ფორდის“ მაღალი კლასის უგზოობის ავტომობილზე, რომელიც
ბაზარზე მალე გამოვა. ჩვენ მზარდ მოთხოვნას ველით მაღალი ხარისხის ავტომობილებზე, რომლებსაც
მფლობელის სტატუსის წარმოჩენაც შეუძლია და რომლებიც მათ თავისუფლების და თავდაჯერებულობის
შეგრძნებას მიანიჭებს“, - ამბობს „ფორდს“ აღმასრულებელი ვიცე პრტეზიდენტი სტივენ
ოდელი, ვინც კომპანიის ევროპულ, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის საქმეებს განაგებს.
No comments:
Post a Comment