დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 8, 2013

„აუდიმ“ ახალი სარბოლი პროტოტიპი გვიჩვენა

New Audi LMP1 breaks cover
8 დეკემბერი
„აუდი“ თავის სარბოლო პროტოტიპ R18-ის მეოთხე თაობის პრემიერას ხვალ ჩაატარებს, თუმცა მისი პირველი ფოტო დღესვე გაავრცელა ინტერნეტით. ავტომობილი ამერიკის სებრინგის ტრეკზე იმყოფება, სადაც ხვალიდანვე შეუდგება ახალი სეზონისთვის მზადებას.
ავტომობილი LMP1 კლასის ახალი რეგლამენტის შესაბამისადაა შექმნილი, თუმცა გარეგნულად ის ძლიერ ჰგავს თავის სახელოვან წინამორბედებს, რომლებსაც ლე მანზე ბადალი არ ჰყავდათ. როგორც კომპანია აცხადებს, ავტომობილი შინაგანად ძირეულად განსხვავდება წინ პროტოტიპისგან.
აღსანიშნავია, რომ ყოველი ახალი პროტოტიპის პირველ ტესტებს გერმანული კომპანია სწორედ სებრინგზე ატარებს. არადა, მომავალ სეზონში ის ამ ტრეკზე არ იასპარეზებს. ეს ტრადიცია არც ამჯერად ირღვევა. ოღონდ, თუ ადრე ტესტები გასაიდუმლოებულ ვითარებაში ტარდებოდა, ამჯერად ტრეკზე შესვლა არავისთვის აიკრძალება.
„აუდი სპორტის“ შეფი ვოლფგანგ ულრიხი ამბობს, რომ ამ ავტომობილის შემუშავება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, ბორბლებზე კი ის პირველად ამ წლის დასაწყისში დააყენეს. სებრინგის შემდგ, მას ტესტებს სხვა ტრასებზეც გაატარებენ. რა თქმა უნდა, ტესტების დანიშნულება, გამძლეობაზე მისი გამოცდაა. ამასთან, ინჟინრები შეისწავლიან ჰიბრიდული ძალური დანადგარის მუშაობის პარამეტრებს.
ახალი „R18 e-ტრონ კვატროს“ ოფიციალურ პრემიერას „აუდი“ ინგოლშტადტში, 18 დეკემბერს ჩაატარებს.

No comments:

Post a Comment