Kobayashi set for F1 return with Caterham
20 დეკემბერი
„კატერჰემმა“ თვალი იაპონელ კამუი კოაბიაშის
დაადგა. ბრიტანულ გუნდს გამოცდილი და იმავდროულად, სწრაფი პილოტი სჭირდება და კობაიაში
შესანიშნავი კანდიდატურაა. მეორე პილოტად კი გუნდმა შესაძლოა შვედი ამომავალი ვარსკვლავი
მარკუს ერიქსონი აიყვანოს, რომელსაც ფინნსური მხარდამჭერი ჰყავს.
მალაიზიელი მილიარდერი ტონი ფერნანდესი და მისი
პარტნიორები „კატერჰემის“ საჯინიბოში სოლიდური ინვესტირებისგან თავს იკავებენ და
ბიუჯეტის შესავსებად, მდიდარი სპონსორის მხარდაჭერის მქონე პილოტით აპირებენ.
პირველ ნომრად კი გამოცდილი მრბოლის აყვანა სურთ. სწორედ ასეთია კობაიაში.
გუნდში კარგა ხანს ჰყავდათ ჰეიკი კოვალაინენი,
რომელიც გასულ სეზონში, „კატერჰემის“ სარეზერვო პილოტი იყო. მაგრამ მას სპონსორი
არ ჰყავს და სავარაუდოდ, ისევ უგუნდოდ დარჩება. მისივე ბედს პოლ დი რესტა
გაიზიარებს, რომელსაც „ფორს ინდიამ“ კონტრაქტი უსპონსორობის გამო არ გაუგრძელა.
კობაიაშიმ გასული სეზონი გააცდინა, მაგრამ მის
შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება. „ზაუბერში“ ყოფნისას, სერხიო პერესს ტოლს არ
უდებდა. და რაც „კატერჰემისთვის“ მნიშვნელოვანია, სპონსორებიც ჰყავს -
გავრცელებული ინფორმაციით, მისი სასპონსორო პაკეტი 6 მილიონ ევროს შეადგენს.
სხვათა
შორის, იაპონელი პილოტის ფ1-ში დაბრუნებას მხარს უჭერს ბერნი ეკლსტოუნი, ვისაც
სურს, რომ იაპონიის დიდი პრიზისადმი ადგილობრივი სპონსორების და მაყურებლის ინტერესი
კიდევ უფრო გაიზარდოს.
No comments:
Post a Comment