Hyundai's All-New Genesis Revealed in Korea, Will
Be Available Worldwide
28 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ ოფიციალურად მოხსნა საბურველი თავის
სრულიად ახალ, მეორე თაობის სედან „ჯენეზისს“, რომელიც კორეულ კომპანიას პრემიუმ
სეგმენტში პოზიციების გამყარებაში უნდა დაეხმაროს. ახალი სააღმასრულებლო სედანის დიზაინი
ძირეულადაა შეცვლილი. ამასთან, ის ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და უფრო სპორტული
ხასიათი შეიძინა.
ეს პირველი ავტომობილია, რომელიც კორეული კომპანიის
კორპორატიულ სტილ „თხიერი სკულპტურა 2-შია“ შესრულებული. მისი დამახასიათებელი
თავისებურებანია მარტივი და ჰარმონიული ფორმები, რომლებიც „თხევად“ ელემენტებთან
ორგანულადაა შერწყმული. მთავარი სიახლეა ექვსკუთხა რადიატორი, რომელიც ავტომობილს
ინდივიდუალობას ანიჭებს. ორივე მხარეს კი ახალ „ჯენეზისს“ დინამიური ზოლები გასდევს,
სურათს კი სრულყოფილებას ანიჭებს მანქანის სპორტული სტილის უკანა ნაწილი.
ახალი ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 990 მილიმეტრი,
სიგანე 1 890 მილიმეტრი, სიმაღლე 1 480 მილიმეტრი. ამგვარად, ის თავის წინამორბედზე
4 მილიმეტრით გრძელი და 5 მილიმეტრით მაღალია. ბორბლებს შორის ბაზა 75 მილიმეტრით,
3 010 მილიმეტრამდე გაიზარდა. გაზრდილია სალონის მოცულობა, რაც განსაკუთრებით
მის უკანა ნაწილში იგრძნობა.
„ჰიუნდაიმ“ ახალი „ჯენეზისის“ მყიდველს სალონში ბევრი სიახლე მოუმზადა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სპეციალური სენსორი, რომელიც ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობას აკონტროლებს. გარდა ამისა, მართვის უსაფრთხოებასა და გამარტივებას ემსახურება ავტომატური საგანგებო მუხრუჭი, უხილავი სივრცის დაფიქსირების სისტემა და რადარით კონტროლირებადი საზრიანი კრუიზ კონტროლი.

No comments:
Post a Comment