Kovalainen blames front wing problem for struggles
18 ნოემბერი
მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკებსა და
კვალიფიკაციაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა - სტარტზე მერვე ადგილის დაკავების
უფლება მიიღო, ჰეიკი კოვალაინენი რბოლისას „არ ჩანდა“ და საბოლოოდ მე-15 ადგილს
დასჯერდა, რაც „ლოტუსისთვის“, რომლის რომენ გროჟანმაც მეორე ადგილი დაიკავა,
აშკარად შეუფერებელი შედეგია. მაგრამ როგორც ირკვევა, ფინელ მრბოლს პრობლემები
ჰქონია.
მას ზედმეტი პიტსტოპის შესრულება დასჭირდა
იმისათვის, რომ დაზიანებული წინა ფრთა შეეცვალა. ეს რომ არა, მას ქულებში მოსვლის
რეალური შანსი ჰქონდა. ფინელი პილოტი ყვება, რომ რეზინის შეცვლის შემდეგ, წინა
ბორბლების ჩაჭიდება გაუარესდა, რისი მიზეზიც გუნდმა მალე დაადგინა და პილოტს
ბოქსში მეორედ უხმო. მიზეზი წინა ფრთა იყო. „როგორც გაირკვა, ფრთა დაზიანებული არ
ყოფილა. როგორც ჩანს, მის რომელიმე ჰაერსადინარში ბორბლის ნაჭერი გაიჭედა. ცხვირის
შეცვლის შემდეგ, ბალანსი აღდგა და სიჩქარეც აღვადგინე“, - ყვება კოვალაინენი.
„ლოტუსის“ სატრეკო ოპერაციების შეფმა ალან
პერმეინმა დაადასტურა, რომ პრობლემა წინა ფრთამ გამოიწვია, მაგრამ კონკრეტულად
რატომ, აღარ დაუზუსტებია. თუმცა ის კი აღიარა, რომ ფრთის შეცვლის შემდეგ, პრობლემა
აღმოიფხვრა. პერმეინის თქმით, კოვალაინენის მანქანამ დაზიანებული ფრთის გამო,
ჩაჭიდების დაახლოებით 20 პროცენტი დაკარგა.
მაგრამ ამით პრობლემები არ დასრულებულა. რბოლის
მეორე ნახევარში ჰეიკის მანქანაზე კერს-იც გაითიშა, თუმცა ამის მიუხედავად, ფინელი
თავისი სიჩქარით მაინც კმაყოფილი დარჩა.
No comments:
Post a Comment