Internet Rumors Talk of McLaren P1 Lapping the
'Ring in 6:47
22 ოქტომბერი
არაოფიციალური ინფორმაციით, „მაკლარენ P1“ ნურბურგრინგის
ჩრდილოური მარყუჟის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა - წრე 6 წუთსა და 47 წამში
გაიარა და ერთი წამით გააუმჯობესა „რადიკალ SR8 LM-ის“ ძველი რეკორდი.
იმავდროულად, ბრიტანულმა ჰიბრიდულმა ავტომობილმა, სერიული ავტომობილების რეკორდიც (6:57)
გააუმჯობესა, რომელიც ცოტა ხნის წინ, მისმა უშუალო კონკურენტმა, „პორშე 918 სპაიდერმა“
დაამყარა.
მაგრამ ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალური არაა. ის
სოციალურ ქსელში გაავრცელა ერთ-ერთმა პირმა, ვინც გერმანულ ტრეკზე „მაკლარენ P1-ის“
ვარჯიში გადაიღო. მას არ დაუზუსტებია, საიდან გაიგო წრის გავლის დრო, თუმცა ირწმუნება,
რომ „მაკლარენმა“ რეკორდი დაამყარა. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ოფიციალურ ინფორმაციას
უოკინგელები მალე გამოაქვეყნებენ. რა თქმა უნდა, იმასაც გვამცნობენ, თუ ვინ მართავდა
რეკორდული გარბენისას ავტომობილს.
სხვათა შორის, ორი დღის წინ, „მაკლარენმა“ P1-ის
ოფიციალური (შეცვლილი) მახასიათებლები გამოაქვეყნა, რომლებიც პირვანდელზე
უკეთესია. ცნობილია ისიც, რომ P1-ის წარმოების დაწყებამდე, „მაკლარენი“ ნურბურგრინგს
უკვე სტუმრობდა და მაშინ წრის შვიდ წუთზე ნაკლებში გავლა იყო დაგეგმილი. თუმცა
მაშინ ამ მიჯნის გადალახვა ვერ მოხერხდა.
ახლა ჯერი „ფერარი ლაფერარიზეა“...
No comments:
Post a Comment