2014 could be F1 prelude for Sainz jr - father
22 ოქტომბერი
კარლოს საინსი და კარლოს საინს უმცროსი |
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს
საინსი ამბობს, რომ მისი შვილის, კარლოს საინს უმცროსის კარიერისთვის მომავალი სეზონი
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უმცროსი საინსი ახლა მხოლოდ 19 წლისაა და ის „რედ
ბულის“ ახალგაზრდა პილოტთა პროგრამას გადის.
მას შემდეგ, რაც ფ1-ში ადრეულად მოხვედრის შანსი
დაიკარგა, უმცროსი საინსი ყურადღებას ისევ ფორმულა რენო 3.5-ზე გადაიტანს, სადაც
მეორე სეზონს გაატარებს. უფროსი კარლოსი დარწმუნებულია, რომ თუ მისი შვილი ამჯერად
ტიტულისთვის ბრძლას შეძლებს, ფ1-ში გადასვლის შანსიც მეტი გაიზრდება.
„გასული სეზონი გამოცდილების დასაგროვებლად
გამოვიყენეთ. ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. თუ მომავალ სეზონში
ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებს, მაშინ ფ1-ზე ფიქრიც შეიძლება“, - ამბობს უფროსი საინსი
და კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ უმცროსმა ფორმულა რენო 3.5-ში ასპარეზობასთან
ერთად, ფ1-ის ტესტ პილოტის როლიც შეითავსოს, პასუხობს: „ამაზე არაფერი ვიცი,
მაგრამ ეს იდეალური იქნება, რადგან ასე მაქსიმალურ გამოცდილებას მიიღებს ფორმულა
ერთში“.
No comments:
Post a Comment