Technology from i Cars Will Be Used on Other BMW
Models Too - Report
31 ოქტომბერი
„ბეემვემ“ ქვე-ბრენდ i-ს განვითარებაზე უზარმაზარი
ინვესტიციები გაიღო. მართალია, ჯერჯერობით ამ ბრენდის ორი უახლესი ავტომობილი - i3
და i8 მცირე რაოდენობით იყიდება, მაგრამ ბავარიელებს წინასწარ ჰქონდათ
გათვალისწინებული. ისინი იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც i-ბრენდისთვის შეიმუშავეს,
თავიანთ სხვა, მსხვილსერიულ მოდელებზეც დანერგავენ. ამ ტექნოლოგიებიდან ყველაზე
მნიშვნელოვანია CFRP (კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკი, იგივე კომპოზიტი).
ახალ მასალას პირველ რიგში, ახალ M3 და M4 მოდელებზე
მაქსიმალურად დანერგავენ. პირველ რგში, ეს წონის შესამცირებლად გაკეთდება. ეს
შესაბამისი სერიის მოდელების ტოპ ვერსიებია და შედარებით მცირე რაოდენობით
მზადდება. თუმცა, როგორც „ბეემვეს“ გაყიდვების და მარკეტინგის შეფმა იან
რობერტსონმა ჟურნალ „ავტოქარს“ განუცხადა, CFRP შედარებით იაფ ავტომობილებზეც დაინერგება.
„ჩვენ უკვე დავიწყეთ კარბონის ბოჭკოს გამოყენება. ჯერჯერობით,
ამ მასალის მსხვილსერიულ ავტომობილებზე ინტენსიურად დანერგვა შეუძლებელია, თუმცა დროთა
განმავლობაში, მისგან ცალკეული დეტალების წარმოებას დავიწყებთ და ასე თანდათან,
მისი გამოყენება სულ უფრო ინტენსიური გახდება, - ამბობს რობერტსონი.
No comments:
Post a Comment