Red Bull's Newey era set to end
31 ოქტომბერი
ძნელი სათქმელია, რას მიაღწევდა სებასტიან ფეტელი,
„რედ ბულის“ მანქანების შექმნას ედრიან ნიუი რომ არ უძღვებოდეს. თუმცა, ალბათ მალე
ამასაც გავიგებთ, რადგან არაა გამორიცხული, ლეგენდარულმა ინჟინერმა ავსტრიული
გუნდი დატოვოს და სარეგატო იახტების შექმნაზე გადაერთოს, რაც მისი დიდი ხნის ოცნებაა.
ფეტელის ინდოეთში ტრიუმფის შემდეგ, ერთ-ერთი ინტერვიუსას, ნიუიმ თავისი ძველი
გატაცება ახსენა. „იქნებ, შემდეგი ამერიკის თასი იყოს? ვინ იცის“, - განაცხადა 54 წლის
ბრიტანელმა.
ბრიტანული გამოცემა „მირორი“ იტყობინება, რომ აბუ
დაბიში გაემგზავრა სახელოვანი ბრიტანელი აფროსანი სერ ბენ ეინსლი, ვისი მიზანიც ნიუისთან
გასაუბრებაა. „დიზაინსა და ტექნიკაში მისი გამოცდილების მქონე ადამიანი
შეუფასებელია“, - „მირორთან“ საუბრისას განაცხადა ეინსლიმ.
ეს იმ დროს ხდება, როცა „რედ ბულმა“ უკვე დაკარგა
აეროდინამიკის ორი გამორჩეული სპეციალისტი. ერთია პიტერ პროდრომუ, ვისთანაც „მაკლარენმა“
უკვე გააფორმა კონტრაქტი. ოღონდ, ამ კაცს „რედ ბულთან“ ჯერ კონტრაქტი არ
დაუმთავრებია და უოკინგელებთან გადასვლას მხოლოდ მომავალი სეზონის ბოლოს თუ
შეძლებს. მეორეს ვინაობა კი ახლახანს გაირკვა - ესაა „რედ ბულის“ აეროდინამიკის დეპარტამენტის
მეორე კაცი დენ ფელოუსი, ვინც ასევე „მაკლარენმა“ გადაიბირა.
No comments:
Post a Comment