Nissan ZEOD RC Makes Public Debut
17 ოქტომბერი
სულ რვა თვე დასჭირდათ „ნისმოს“ სპეციალისტებს
იმისათვის, რომ ჰიბრიდული სარბოლი ავტომობილი, „ნისან ZEOD RC“
მოემზადებინათ. ამ ავტომობილის პირველი პროტოტიპი იაპონურმა კომპანიამ ლე მანის წლევანდელი
რბოლის წინ წარუდგინა მედიას, დღეს კი ქალაქ იოკოჰამაში (იაპონია), „ნისმოს“ შტაბ-ბინაში,
ის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გვიჩვენა.
ამ ავტომობილით, „ნისანი“ ლე მანის მომავალი წლის 24-საათიან
რბოლაში იასპარეზებს. სარტეს ტრეკზე გუნდი 56-ე გარაჟში განთავსდება, რომელიც იმ გუნდებისთვისაა
განკუთვნილი, რომლებიც ინოვაცური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილებით ასპარეზობენ.
შარშან ეს გარაჟი „დელტაუინგს“ ეკავა, რომლის სპონსორიც „ნისანი“ იყო და რომლის
მსგავსი ავტომობილიცაა ZEOD RC.
ლე მანზე წარდგენილი ავტომობილისგან, ZEOD RC-ს
საბოლოო ვერსია მცირედ განსხვავებულია. ოდნავ შეიცვალა აეროდინამიკა, ძარაში კი
გამოჩნდა გამაგრილებელი სისტემებისთვის განკუთვნილი ჰაერის ამღებები. დაიხვეწა
ამძრავი სისტემა და ენერგიის შენახვის სისტემები. იაპონური კომპანია ირწმუნება,
რომ ეს არის პირველი ავტომობილი, რომელიც ლე მანის რბოლისას, წრის მხოლოდ
ელექტრული ძალით გავლას შეძლებს.
ოფიციალურად, ZEOD RC მოხსენიებულია, როგორც ელექტრომობილი,
თუმცა მის აღჭურვილობაში, ორი ელექტრო ძრავის გარდა, ასევე 1.6-ლიტრიანი ტურბო
ძრავი შედის. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე გაერთიანებულია მუხრუჭებიდან ენერგიის
შეგროვების სისტემა (კერს-ი), რომელიც „ლიფ RC-სგან“ აიღეს. კერსის მიერ 11 წრის
განმავლობაში შეგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი წრე
მხოლოდ ელექტრული ენერგიით გაიაროს.
„ნისანი“ არ მალავს, რომ ეს პროექტი ექსპერიმენტულია
და უფრო დიდ მიზანს ემსახურება. კერძოდ, ZEOD RC-ს ლე მანზე მონაწილეობის დროს
დაგროვილ გამოცდილებას, იაპონური კომპანია LMP1 პროტოტიპის შექმნისას გამოიყენებს,
რომლითაც ამ ლეგენდარული რბოლის მოგებას ეცდება.
ZEOD
RC „ნისანის“ და „ნისმოს“ ბრიტანულ ცენტრში შეიმუშავეს, ააგეს და იქვე ჩაუტარებენ
ტესტირებას. თუმცა, სანამ ავტომობილის გამოცდები დაიწყება, ის იაპონიაში ჩაიტანეს,
სადაც სარბოლ ტრეკ ფუძის ჰოლში გამოიფინბა, სადაც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო
ჩემპიონატის იაპონური ეტაპი ჩატარდება. დაგეგმილი იყო, ამ რბოლის წინ საჩვენებელი
გარბენის მოწყობა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მასზე უარი თქვეს.
ვიდეო
No comments:
Post a Comment