External Airbags for Side Crashes Currently Under
Development
5 ოქტომბერი
თანამედროვე ავტომობილების ინტერიერები ისეთი
უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი, რომ ავარიის შემთხვევაში, ისინი გარშემო
პრაქტიკულად მთლიანად აირბალიშებით იფარება. მაგრამ უსაფრთხოებაში ყოველი ეტაპის ათვისების
შემდეგ, სარეიტინგო კრიტერიუმები უფრო მკაცრი და მრავალფეროვანი ხდება, რაც
მწარმოებლებს მუდმივად სიახლეების დანერგვაზე ზრუნვას აიძულებს.
ახლახანს „ვოლვომ“ წარმოადგინა კონცეპცია, რომლის
კაპოტიც, ფეხმავალთან შეჯახებისას მაღლა იწევა, რითაც შეჯახების კუთხეს ზრდის.
პარალელურად, კაპოტსა და საქარე შუშას შორის აირბალიში იბერება, რაც ფეხმავალს ტრავმებისგან
მაქსიმალურად იცავს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარე აირბალიშების გამოყენების ჯერ
მხოლოდ დასაწყისია.
ამერიკული კომპანია „TRW ავტომოტივი“ მუშაობს
აირბალიშების ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც მანქანას გვერდიდან დაჯახებისას დაიცავს.
სისტემა ისეა შემუშავებული, რომ აირბალიშები კარის ზღურბლებიდან იშლება და მანქანის
სალონის გვერდითა ნაწილს ფარავს. ბალიშები 20-30 მილიწამში იბერება. მთავარი
სირთულე კი ისაა, რომ შეიქმნას კამერების და რადარების სისტემა, რომლების მიერ
შეგროვილი ინფორმაციის შესაბამისადაც, ელექტრონიკა ბალიშის გაშლის და გაბერვის
ბრძანებას გასცემს.
TRW აცხადებს, რომ მის სისტემას პირველად გერმანული
პრემიუმ კომპანიები ამ დეკადის ბოლოდან
დანერგავენ. ბალიშები, რომლებასაც ამ ეტაპზე, ტესტების დროს იყენებენ, სიგრძეში 2 000
მილიმეტრია, სიმაღლეში 700 მილიმეტრი და სისქეში 150-200 მილიმეტრი. გაბერილ
მდგომარეობაში მათში მოცულობა 200 ლიტრს აღწევს. TRW-ს ვიცე პრეზიდენტი ნრბერტ
კაგერერი ამბობს, რომ გვერდითა შეჯახება ავარიების 37-40 პროცენტს აღწევს და
ამიტომ, მათზე ყურადღების გამახვილება, ავტომობილების უსაფრთხოების გაუმჯობესების
მორიგი ეტაპია. და შორს არც ის დროა, როცა ავტომობილის მთელი გარე პერიმეტრი
აირბალიშებით იქნება დაცული.
No comments:
Post a Comment