Porsche Just Can't Wait to Blow the Covers Off
New Macan SUV
24 ოქტომბერი
ეს ავტომობილი მალე „პორშეს“ ბესტსელერი უნდა გახდეს.
მის გამოსაშვებად, გერმანულმა კომპანიამ ლაიპციგის ქარხანა მნიშვნელოვნად გააფართოვა.
და ბუნებრივია, „მაკანის“ პრემიერას არამხოლოდ ავტოსამყარო და მომავალი მყიდველი
ელის მოუთმენლად, არამედ თავად „პორშეც“. ამაში გასაკვირი არაფერია - თავის დროზე,
უგზოობის „კაიენმა“ ცუფენჰაუზენელებს უზარმაზარი მოგება მოუტანა. ახლა კი „მაკანისგანაც“
იგივეს ელიან.
ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ლოს ანჯელესის ავტო
შოუზე, ნოემბერში გაიმართება. სწორედ კალიფორნიის უდაბნოში ჩაუტარდა ამ ავტომობილს
ბოლო ტესტები და იქ ის კამუფლაჟის გარეშე წარსდგა.
სხვათა შორის, „პორშეს“ „მაკანის“ წარმოება უკვე
დაწყებული აქვს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ კომპანიის დილერთა შოურუმები დებიუტისთანავე
არ დაცარიელდეს. მარკეტოლოგები მასზე დიდ მოთხოვნას ვარაუდობენ და არსებობს იმის
შანსი, რომ ამ მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილება გაძნელდეს. სწორედ ამიტომ,
კომპანიამ წარმოება ზაფხულის ბოლოს დაიწყო.
„პორშეს“ სამოდელო გამის ასეთ გაფართოებას ბევრი მოწინააღმდეგე
ჰყავს. ისინი თვლიან, რომ კომპანიას მასობრივი მოდელები რეპუტაციას ულახავს. მაგრამ
ფაქტია, რომ „კაიენის“ გაყიდვით მიღებული მოგება გახდა იმის საწინდარი, რომ ცუფენჰაუზენში
სუპერ ავტომობილი (მორიგი შედევრი) „918 სპაიდერი“ შექმნეს.
დაბოლოს, ის ფაქტიც ნიშანდობლივია, რომ „პორშეს“ ასეთ
სტრატეგიას მალე „იაგუარი“ და „მაზერატიც“ დანერგავენ, რომლებიც ასევე თავიანთ
ისტორიაში პირველად, მალე ქროსოვერების წარმოებას დაიწყებენ.
No comments:
Post a Comment