Motor racing-Beijing to host 2014 opener of
Formula E series
27 სექტემბერი
ფორმულა ერთის კალენდრის გარდა, საერთაშორისო საავტომობილო
ფედერაციამ სრულიად ახალი, ელექტრონული სერია ფორმულა E-ს პირველი სეზონის წინასწარი
კალენდარიც დაამტკიცა. კალენდარში სულ 10 ეტაპია შეტანილი. ის სტარტს სექტემბერში
აიღებს და მომდევნი წლის ივნისში დასრულდება. სერიის რბოლები, მსოფლიოს დიდი
ქალაქების ქუჩებში ჩატარდება.
სერიის პირველ რბოლას პეკინი უმასპინძლებს, ბოლო კი
ლონდონში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი ორ-ორ რბოლას ჩაატარებენ
- ლოს ანჯელესსა და მაიამიში, ასევე პეკინსა და ჰონ კონგში. რბოლების ჩატარებაზე
იმდენად დიდი კონკურენცია იყო, რომ მასში რამდენიმე ისეთი ქალაქი ვერ შევიდა, რომლების
ქუჩებში უკვე ჩატარდა პრომო წარდგენები. ეს ქალაქებია რომი, რიო დე ჟანეირუ და
ბანგკოკი. მათი ადგილი მონაკომ, ურუგვაის პუნტა დელ ესტემ და ჰონ კონგმა დაიკავეს.
თუმცა, ფორმულა E-ს ორგანზატორები ირწმუნებიან, რომ ეს სამი ქალაქი
მომავალ სეზონებში აუცილებლად შევა კალენდარში.
„იმის გამო, რომ ჩვენ რბოლის მასპინძლობაზე 25 ქალაქისგან
მივიღეთ განაცხადი, ყველა მათგანის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა, რადგან პირველ სეზონში
მხოლოდ ათი რბოლის ჩატარება იგეგმება“, - განაცხადა ფორმულა E-ს
მთავარმა აღმასრულებელმა ალეხანდრო აგაგმა.
ფორმულა E-ს პირველი სეზონის
კალენდარი
2014 წელი
20 სექტემბერი - პეკინი (ჩინეთი)
18 ოქტომბერი - პუტრაჯაია (მალაიზია)
8 ნოემბერი - ჰონ კონგი (ჩინეთი)
13 დეკემბერი - პუნტა დელ ესტე (ურუგვაი)
2015 წელი
10 იანვარი - ბუენოს აირესი (არგენტინა)
14 თებერვალი - ლოს ანჯელესი (აშშ)
18 აპრილი - მაიამი (აშშ)
9 მაისი - მონაკო (მონაკო)
30 მაისი - ბერლინი (გერმანია)
27 ივნისი - ლონდონი (ბრიტანეთი)
No comments:
Post a Comment