Barrichello in frame for 2014 Sauber seat
27 სექტემბერი
არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში ფორმულა 1-ს
ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო დაუბრუნდეს. ინტერნტში გავრცელდა ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ ბარიკელო „ზაუბერის“ იმ პილოტთა სიაშია, რომელთაგან შვეიცარიული გუნდი
ნიკო ჰულკენბერგის შემცვლელს შეარჩევს. როგორც ცნობილია, გერმანელი მრბოლი „ლოტუსში“,
ან „მაკლარენში“ გადასვლას აპირებს.
„ზაუბერში“ მომავალ სეზონში ალბათ რუსი თინეიჯერი სერგეი
სიროტკინი გადავა, რომელსაც მრავალმილიონიანი მხარდაჭერა აქვს სპონსორებისგან.
მაგრამ შვეიცარიულ გუნდს უკვე ჰყავს ერთი ძალიან ახალგაზრდა მრბოლი მექსიკელი
ესტებან გუტიერესის სახით, რომელსაც სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ტელმექსი“ უჭერს
მხარს.
ერთდროულად ორი გამოუცდლი პილოტი კი „ზაუბერის“
ინტერესებში არ შედის და ამიტომ, ჰინვილელთათვის მისწრება იქნება 41 წლის ბარიკელო,
რომელიც ფ1-ის რეკორდსმენია რბოლებში მიღებული მონაწილეობის რიცხვით. ბრაზილიელი
ფ1-ში ბოლოს „უილიამსის“ მანქანით ასპარეზობდა, შემდეგ კი ამერიკაში გადავიდა,
თუმცა ინდიქარში წარმატება არ ჰქონია, რადგან არაკონკურენტუნარიანი მანქანით
ასპარეზობდა.
დიდი შანსია იმისა, რომ „ზაუბერმა“ ბარიკელო აიყვანოს,
რომელსაც ამჯერად სოლიდური სასპონსორო პაკეტიც უმაგრებს ზურგს. გერმანულ ჟურნალ „აუტო
მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, ამ პაკეტში ორნიშნა მილიონიანი თანხაა
თავმოყრილი. შეგახსენებთ, რომ თავისი კარიერის განმავლობაში, რუბინიუს 11 რბოლა აქვს
მოგებული.
No comments:
Post a Comment