All About the 200MPH Sin R1
17 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, საყოველთაო
ყურადღება მიიქცია თეთრი ფერის შუაძრავიანმა სუპერ ავტომობილმა, რომელიც არცერთი
ცნობილი კომპანიის სტილს არ მიესადაგება. ეს ავტომობილი აღმართზე სიმბოლურ რბოლაში
მონაწილეობდა და მან მაყურებელი თავისი ძრავის გრუხუნით მოხიბლა. რა თქმა უნდა,
გამომცხადებელმა ის მაყურებელს წინდაწინ გააცნო, მაგრამ კომპანიის სახელი „სინ“ და
ამ სუპერ ავტომობილის R1, არავისთვისაა ცნობილი.
თუმცა, მთლად ასეც არაა - სარბოლო წრეებში „სინ-ს“ მის
მიერ მომზადებული სარბოლი ავტომობილებით იცნობენ, რომლებსაც გერმანული კომპანია
(მიუნხენშია ბაზირებული) შეკვეთებით ამზადებს. გუდვუდში ცნობილი გახდა, რომ მიუნხენელები
ამიერიდან საგზაო სუპერ ავტომობილების გამოშვებასაც იწყებენ. სხვათა შორის, „სინ-მა“
თავისი R1 პირველად გუდვუდამდე, ჟურნალ „ავტოსპორტის“ საერთაშორისო ფესტივალზე, იანვარში
გაგვაცნო.
ავტომობილი ფოლადის მილებით აწყობილ სივრცულ
ჩარჩოზეა აგებული. სამგზავრო სეგმენტი კარბონის კომპოზიტით დამზადდა, რისი
წყალობითაც, პროექტის ავტორებმა წონის დაზოგვა შეძლეს. სუპერ ავტომობილი 1200
კილოგრამს იწონის, ეს წონა კი წინა და უკანა ღერძებს შორის არცთუ იდეალურად - 40/60
პროპორციითაა განაწილებული. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ძღავი ბაზაშია
მოთავსებული.
რაც შეეხება აგრეგატს, რაოდენ გასაკვირიც უნდა
იყოს, გერმანულმა კომპანიამ არა სხვა რომელიმე ავტომწარმოებლის, თუნდაც მეზობელი „ბეემვეს“
აგრეგატი გამოიყენა, არამედ ამისათვის არჩევანი „ჯენერალ მოტორსზე“ შეაჩერა. უფრო
კონკრეტულად კი ამერიკული გიგანტის პოპულარულ LS3-ზე, რომელიც არის 6.2-ლიტრიანი V8
და 525 ცხენის ძალას იძლევა. ამ ძრავთან „გრაცანოს“ წარმოების 6-საფეხურიანი
მექანიკური კოლოფი შეაწყვილეს.
როგორც „სინ-ის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, მათს სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.0 წამზე ნაკლებში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. R1-ის საიმედო დამუხრუჭებას „AP რეისინგის“ სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს, რომელსაც 362-მილიომეტრიანი დისკოები ემსახურება. ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან წინები 265/35, უკანები კი 325/30 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
გერმანულმა
კომპანიამ გამოაცხადა, რომ R1-ის როგორც საგზაო, ასევე სატრეკო ვერსიებს
გამოუშვებს. ორივეს ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.როგორც „სინ-ის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, მათს სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.0 წამზე ნაკლებში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. R1-ის საიმედო დამუხრუჭებას „AP რეისინგის“ სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს, რომელსაც 362-მილიომეტრიანი დისკოები ემსახურება. ავტომობილი 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან წინები 265/35, უკანები კი 325/30 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
No comments:
Post a Comment