Andretti Autosport Joins Formula E
17 ივლისი
ინდიქარის მრავალგზის ჩემპიონმა გუნდმა „ანდრეტი
ავტოსპორტმა“ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს FIA-ს მიერ ორგანიზებულ
ფორმულა E-ს სერიის ჩემპიონატში. ეს არის მსოფლიოში პირველი სერია სარბოლი ელექტრო
მობილებისთვის, რომლის რბოლებიც დიდი მეგაპოლისების ქუჩებში გაიმართება.
„ანდრეტი ავტოსპორტს“ ინდიქარის ლეგენდა, ფორმულა
ერთის ყოფილი პილოტი მაიკლ ანდრეტი ხელმძღვანელობს, ვინც ფ1-ის 1978 წლის ჩემპიონ მარიო
ანდრეტის შვილია. მისი საჯინიბო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ინდიქარის გუნდებს
შორის - მოგებული აქვს სერიის ოთხი ტიტული და მისმა პილოტემბა ორჯერ გაიმარჯვეს
ინდი 500-ის რბოლაში.
ამგვარად, ფორმულა E-ს უკვე სამი გუნდი ჰყავს.
პირველია „ჩაინა რეისინგი“, მეორე - „დრეისონ რეისინგი“. სერიის პირველ სეზონში,
რომელსაც ათრბოილიანი კალენდარი ექნება, მხოლოდ ათი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მაიკლ
ანდრეტი ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია, იყოს მათ შორის, რომლებიც პირველივე
სეზონიდან ჩაერთვებიან ელექტრონულ სარბოლ სერიაში.
სხვათა შორის, ფორმულა E-ს პარტნიორობას „მაკლარენი“
და „რენო“ გაუწევენ. დაინტერესებულნი არიან სხვა საჯინიბოებიც, მათ შორის, „ფერარიც“.
არაა გამორიცხული, რომ ბევრმა მათგანმა ელექტრონული ფორმულების სერიაშიც იასპარეზოს.
ყოველ შემთხვევაში, მათთვის ეს დამატებითი სარეკლამო რესუსრის მოზიდვის და რაც
მთავარია, ტექნოლოგიების განვითარების საუკეთესო საშუალება იქნება.
რა თქმა უნდა, სარბოლი სამყაროს ავტორიტეტის ჩართულობით,
ძალიან კმაყოფილია სერია ფორმულა E-ს ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ალეხანდრო
აგაგი, რომელიც გვპირდება, რომ პირველი სეზონის (2014 წელს გაიმართება) დაწყებამდე,
კიდევ არაერთ სარბოლო ავტორიტეტს ჩააბამს საქმეში.
No comments:
Post a Comment