დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 4, 2013

„ფორდი“ მცირესერიული ავტომობილებისთვის ახალ ტექნოლოგიას ქმნის (ვიდეო)

Ford Developing New Technology for Low-Volume Automotive Applications
4 ივლისი
„ფორდმა“ ძარის წარმოების სრულიად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც მცირესერიული ავტომობილების წარმოების ხარჯების და ავტომობილის წარმოებისთვის მომზადების დროის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. ტექნოლოგია სატვიფრი საშუალებების სწრაფად დამზადების საშალებას იძლევა.
კომპანიის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა საშუალებას მისცემს, ძალიან სწრაფად და გაცილებით იაფად დამზადდეს სატესტო პროტოტიპები. საერთო ჯამში, ინჟინრებს ეს ახალი მოდელების ძალიან სწრაფად შემუშავების საშუალებას მისცემს. კერძოდ, სატესტოდ პროტოტიპების მომზადებას, რასაც ამჟამად 2-6 თვე სჭირდება, მალე მხოლოდ სამი სამუშაო დღე ეყოფა.
„მეტალის ფურცლისგან დეტალების ფორმირების ახალი პროცესი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საწარმოო ტექნოლოგიაა, რომლებზეც „ფორდის“ სპეციალისტები მუშაობენ. მასზე ჩვენ უკვე ოთხი წელია, ვმუშაობთ. ის ლაბორატორიულ პირობებში, ძალიან მცირესერიული წარმოებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა თავისუფლად შეიძლება მისი საწარმოო პირობებთან მისადაგებაც“, - ამბობს „ფორდის“ კვლევისა და ინოვაციების დირექტორი რენდი ვისინტაინერი.

ვიდეო

No comments:

Post a Comment