Mexico's Vuhl Details New Ford-Powered 05 Sports Car
4 ივლისი
გუდვუდის (ბრიტანეთი) სიჩქარის ფესტივალის ერთ-ერთი
გამორჩეული მონაწილე გახდება მექსიკურ კომპანია VUHL-ის (ვიიქლს ოფ ჰაი-პერფორმენს
ენდ ულტრა ლაითუეიტ, ანუ მაღალი შესაძლებლობების და ზემსუბუქი ავტომობილები) მიერ
შემუშავებული ღია სპორტული ავტომობილი 05, რომლის ფოტოები და მახასიათებლებიც,
კომპანიამ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტით გაავრცელა.
VUHL ამბობს, რომ 05 შემუშავდა, როგორც მსუბუქი
სუპერ ავტომობილი ტრეკისა და საერთო გზებისთვის. ეს ავტომობილი იმ სეგმენტს
მიეკუთვნება, რომელსაც „BAC მონო“, „არიელ ატომი“ და “KTM X-ბოუ“
წარმოადგენენ. ის მონოკოკურ შასიზეა აგებული, რომლის სამ სექციიანი სტრუქტურა,
ალუმინის პროფილებით და ალუმინისვე ფიჭური შუასადებითაა აწყობილი. მონოკოკის კონსტრუქცია
მხოლოდ 78 კილოგრამს იწონის. რაც შეეხება ძარას, ის არმირებული პლასტიკისგანაა დამზადებული,
თუმცა მყიდველს დამატებით ფასად, ძარას კარბონის კომპოზიტისგან დამუმზადებენ.
ასეთი მსუბუქი მასალების წყალობით, ავტომობილის მშრალი წონა მხოლოდ 695 კილოგრამია.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას „ფორდის“ წარმოების (ფოკუს
ST-სგან) სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი ანიჭებს, რომლის
სიმძლავრეც 285 ცხენის ძალას და 420 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. „ნოლხუთს“ სიმძლავრის
და წონის შესანიშნავი ფარდობა აქვს - ტონაზე 400 ცხენის ძალა. ძრავთან 6-საფეხურიანი
მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
მექსიკური კომპანია ირწმუნება, რომ „ნოლხუთს“
ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფა 3.7 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 245 კმ/სთ-ს
აღწევს. ეს არც ისე ცოტაა ასეთი, სუპერ ავტომობილისთვის სუსტი ძრავით აღჭურვილი
ავტომობილისთვის. თანაც, სიჩქარის ეფექტს ის გარემოება გაზრდის, რომ თქვენს სახესა
და ჰაერის შემხვედრ ნაკადს შორის „შუამავლობა“ საქარე შუშის პატარა ნაჭერს
ჩააბარეს. ჰაერთან ამ არცთუ სასიამოვნო რანდევუს ჩაფხუტი შეარბილებს და თქვენც
სიჩქარესთან ერთი-ერთზე დარჩებით.
„ნოლხუთის“ კონსტრუქციულ თავისებურებათაგან აღსანიშნავია
საკიდარი, რომლებშიც ბორბალსა და მზიდ კონსტრუქციას ერთმანეთთან ჩანგლისებრი
ბერკეტები აკავშირებს. თანაც, ამ „ჩანგლებს“ ორივე ბერკეტი განსხვავებული სიგრძის
აქვს. მუხრუჭებში გამოყენებულია 310 (წინ) და 280 (უკან) მილიმეტრი დიამეტრის მქონე
ნასვრეტებიანი (გაგრილებისთვის) დისკოები, რომლებთანაც ოთხცილინდრიანი დამჭერებია შეწყვილებული.
ავტომობილის წინა ნაწილი 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, უკანები კი - 18-დუიმიანზე.
ამასთან, წინები 205/45, უკანები კი 235/45
ზომის საბურავებითაა შემოსილი.
რაც შეეხება ფასებს, VUHL-მა თავის პირველ
ავტომობილზე შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო და როგორც მყიდველს პირდება, მიწოდებას
გაზაფხულზე დაიწყებს. „ნოლხუთის“ საბაზ ღირებულება 55 000 გირვანქა სტერლინგია,
რაც დაახლოებით 84 000 დლარის ევროს ტოლფასია. ამ
ვალუტებში ფასები იმ მარტივი მიზეზის გამოა, რომ ავტომობილი თავიდან მხოლოდ ბრიტანეთსა
და ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდება. თუმცა, მექსიკელები აცხადებენ, რომ თავიანთი
პროდუქტის ევროპაში, ჩინეთში და ახლო აღმოსავლეთში გატანაც სურთ.
No comments:
Post a Comment