VW XL1 Hybrid Falls Close to 40 Percent Short of
Economy Claims in Automobile Mag Test
11 ივნისი
როდესაც თავისი ჰიბრიდული XL1 წარმოადგინა, „ფოლკსვაგენმა“
ყველა გააოცა ამ ავტომობილის წარმოუდგენელი ეკონომიურობით - 0.91 ლიტრი 100
კილომეტრზე. მაგრამ, როგორც ირკვევა, გერმანული კომპანიის მიერ ლაბორატორიაში
მიღებული შედეგები არ ემთხვევა ამ ავტომობილის რეალურ შესაძლებლობებს.
ახლახანს „ფოლკსვაგენმა“ ჟურნალისტებს ამ
ავტომობილის ტესტირების საშუალება მისცა, რა დროსაც XL1-მა თავისი მოკრძალებული
აპეტიტი კი გამოავლინა, მაგრამ მაინც თითქმის ორჯერ მეტ საწვავს მოიხმარდა, ვიდრე
პასპორტში უწერია. პრეზენტაციამდე, ამ ავტომობილს „ერთლიტრიანი“ შეარქვეს, რადგან
ვოლფსბურგელები ირწმუნებოდნენ, რომ სწორედ ამდენი საწვავი სჭირდებოდა ას
კილომეტრზე. რეალობაში კი, როგორც ჟურნალმა „ავტომობილ მეგზინმა“ დაადგინა,
თითქმის 1.5 ლიტრს მოიხმარს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ცოტაა, მაგრამ მაინც ლიტრზე
მეტია.
უფრო კონკრეტულად, ჟურნალის მიერ ჩატარებული
ტესტებისას გამოვლინდა, რომ მინიმალური ხარჯი ას კილომეტრზე 1.47 ლიტრია.
სამაგიეროდ, ტესტებმა ამ ავტომობილის შესანიშნავი მანევრულობა გამოავლინა.
ჟურნალისტმა აღიარა, რომ გასწრების მანევრს ძალიან სწრაფად და ეფექტურად
ასრულებდა. გაცილებით იოლად, ვიდრე ჩვეულებრივ ავტომობილებზე. რა თქმა უნდა, ავტომობილის
შესანიშნავი მანევრულობის მიზეზი ისაა, რომ მასში ძრავი შუაშია მოთავსებული.
XL1-ის
მართვადობით „ავტომობილ მეგზინის“ ჟურნალისტები იმდენად აღფრთოვანებული დარჩნენ,
რომ გერმანულ კომპანიას, ამ ავტომობილის სპორტული ვერსიის (XR1) გამოშვება ურჩიეს.
მათი აზრით, XR1 შეიძლება იყოს კარბონის ბოჭკოს კომპოზიტით დამზადებული ავტომობილი,
რომელიც მფლობელს „პორშე 911-ის“ შესაძლებლობებით ასიამოვნებს და ამასთან, მასზე გაცილებით
ეკონომიურიც იქნება და ორჯერ იაფიც ეღირება...
No comments:
Post a Comment